მეზობლების,მეგობრების,ნათესავებისა და ნაცნობების საყვარელი ფრაზა,როცა აღნიშნული ადამიანები გიყენებენ როგორც უფასოდ ვინდოუსის გადამყენებელს.კითხვის მიზანია მკითხველს დააზოგინოს 20 ლარი
როცა ზემოთჩამოთვლილი ადამიანები გიყენებენ როგორც უფასო ვინდოუსის გადამყენებელს
ათქვეფილ კვერცხში ამოვლებული პური, რომელიც შეთავაზებულია ოჯახის დიასახლის მიერ სხვა წევრებისადმი, ძველი პურის "გასაღების" იმედით.
ყიყლიყო ხო არ გინდათ?
ორსიტყვიანი წინადადება, რომელიც მთელ რიგ ლოგიკურ მსჯელობას მოიცავს. დაზუსტებით რომ ვთქვათ, აღნიშნული წინადადება გვეუბნება, რომ პიროვნებამ, 15 წამიანი ვაჭრობის შემდეგ 70 ლარად შეფასებული ნივთი, 5 ლარად შეიძინა.
-აუ ბიჭო საათი გამიფუჭდა... არადა 15 წუთის წინ ვიყიდე ციგნებთან!
სიცილის გამოხატვის ლეველ ჯ ფორმა
აუ ცუდად ვარრ
ეგრეთწოდებული ხელების გაშლა,გამოიყენება ქორწილებში ჭორიკანა ქალებისთვის თავის მოსაწონებლად
ნახეე რას ცეკვავს
მაღალი ადამიანისადმი მიმართვის ფორმა,რომელიც სინამდვილეში გულისხმობს შურს იმის გამო,რომ სასუქმიყრილი ინდივიდი შენზე მაღალია
შენ რაა სასუქს გაყრიდნენ ბიჭო??
“მაწონზე გაუშვა” გამოიყენება, როდესაც ფეხბურთში მოწინააღმდეგეს აირიდებენ ცრუ მოძრაობით,ხსენებული მეტოქე კი ვერ ინარჩუნებს წონასწორობას და სცდება ბურთს არანსკლებ ერთი მეტრისა.
მაწონზე გაუშვა
მაწონზე გაშვება
ფრაზა გამოიყენება მაშინ როდესაც გასაოცარი დაუჯერებელი რამ მოხდება.
====
უხარისხო იაფიანი ნივთი
-გუშინ მაგარი საათი ვნახე იაფად
-ჩინური ფინდიკუშკა იქნება
ამბობენ ადამიანზე რომელსაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს
-ისე დადის"ბუზო იქოთო"