ააფეთქებთ თუ ავაფეთქო?!
გამოთქმა , რომელიც პლანის მოსაწევად შეკრებილ საზოგადოებაში ფანტავს სამარისებულ სიჩუმეს და მათ მოწევის დაწყებისკენ მოუწოდებს.
-ჰა ააფეთქებთ ახლა თუ ავაფეთქო?
გამოთქმა , რომელიც პლანის მოსაწევად შეკრებილ საზოგადოებაში ფანტავს სამარისებულ სიჩუმეს და მათ მოწევის დაწყებისკენ მოუწოდებს.
-ჰა ააფეთქებთ ახლა თუ ავაფეთქო?
დედების საყვარელი სიტყვები , რითიც იწყებენ ყვირილს(მინიმუმ ტიტინს) და გვაიძულებენ,რომ სახლის საქმეები ვაკეთოთ . (ძირითადად მაშინ იწყებენ ტიტინს , როცა კომპიუტერთან კომფორტულად მოვკალათდებით)
- შენ ხელა რომ ვიყავი ჭურჭელს ვრეცხდი , საჭმელსაც ვამზადებდი და სახლსაც ვალაგებდი. შენ კიდევ შენი ნაჭამი თეფშის გარეცხვაც კი გეზარება , ადექი დროზე და დაალაგე ერთხელ მაინც სახლი (ამ დროს კი მილიონჯერ მაინც გექნება დალაგებული)
გარკვეული საქციელისათვის ან საქციელტა ერთობლიობისათვის თანამშრომლის უკადრებლად გაკრიტიკება დირექტორის კაბინეტში, რევიზიისას, ინსპექტირებისას ან აუდიტის შედეგად.
გუშინ გამოიძახეს ანზორა დირექტორტან და რაკომ დააყენეს,- რატომ გაუშვი კანფეტში მეტი შაქარიო..
პოზა, სადაც მამაკაცის უპირატესობა აშკარაა.
-ჰა მიდი ახლა, რაკომ
-ოკ, ოღონდ ზურგზე არ მაწუწო
ქართველი ერის " ოქროს ხანა", - ბედნიერი პერიოდი, როდესაც ქართველს ყველაფერი გამოსდიოდა.
მანეთობა იყო მაშინ, ბაბუ. სამას მანეთად სპირიდონოვიჩის ფაბრიკიდან ათი იაშიკი კონიაკი გამოვიტანე და ურალტრანზიტზე თორმეტი ვაგონი ლისტვენიცა დავატვირთიე მაი კონიაკად და აქანე ჩამავატანინე მაღლაკში.. აბაა, ნეტა იმ დროს, ნეტა...
როცა გსურს რომ ყველას აჩვენო, რომ შენ იცნობ გამორჩეულად კარგად იმას ვინც რაღაც გიჟურს ჩადის პერიოდულად , და მშვენივრად იცი მისი ხუშტურები.
იგივეა, რაც " ეგ იზავდა". იგივეა, რაც " ეგ სპასობნია"
-აუ აზზე ხართ, გუშინ შაკომ ოფისის აივნიდან დეპარტამენტის უფროსს გადააფსა და მერე დაპოსტა!
-ეგ იზამდა
საქართველოში ადამიანის უკეთეს სამყაროში გადასვლის ძირითადი მიზეზი.
ექიმებმა მომიკლეს ჩემი ვაჟა.. 87 წელი არ ყოფილა ექიმთან ნამყოფი, სკორს გამოვუძახე, წეიყვანეს, - იქ რაცხა პერიტონიტი არისო, ამოაჭრეს რაცხეები, და მერე რეამინაციაში მომიკლეს, დედი, ექიმებმა, მამაჩემი..
აბსტრაქტული სივრცე, სადაც მავანი გადადის საკუტარი სხეულის ისეთ მნიშვნელოვან ნაწილზე გადაჯმისას, როგორიც არის თავი.
ეე, ახლა დაუკრეფავში ნუ გადახვალ..
იგივე, რაც " კაკი ლუძი ბეზ ახრანი!" , და იგივე რაც უბრალოდ " ვაა, კაკიე ლუძიი??!!" - აღნიშნავს გადამეტებულ აღფრთოვანებას ვინმეს გამოჩენით.
კაკიე ლუძი ვ გალივუძე! რამ მოგიყვანა აქ, არსენიჩ?
დიდი ხნის უნახავი ახლობლის უეცარ გამოჩენას მოჰყვება ხოლმე.
კოპირებულია ფილმიდან " უძინართა მზე"
-ვა, პელეე!? საიდან, ბიჭოო!!??