0

ყოჩაღი იყავ

გამოიყენება დამშვიდობების დროს ძირითადად კახეთში

აბა ყოჩაღი იყავ

0

"შენ რომ მოდიოდი, მე მივდიოდი"

"შენ რომ მოდიოდი, მე მივდიოდი" - გამოიყენება უფროსი თაობის ბიძებისა და დეიდების მიერ თავიანთ გამოცდილებასა და სიბრძნეზე ხაზგასმის მიზნით. როგორც წესი, ფრაზას იყენებენ ახალგაზრდა, ჭკვიან მოპაექრეებთან დისკუსიის თავიდან ასარიდებლად, არგუმენტების ამოწურვის ან საერთოდ არქონის შემთხვევაში.

შენ რა იცი, რა იყო საბჭოთა კავშირი. ლაღიძის წყალი, რამე-რუმე... შენ რო მოდიოდი , მე უკვე მივდიოდი.

0

თეფშის მოპრიალება

ლეგენდის თანახმად,თუ თეფშს არ მოაპრიალებდი,მახინჯი ცოლი გეყოლებოდა.ამიტომაც ყველა ბავშვის პრიორიტეტი საჭმლის ბოლომდე ჭამა და შემდგომ თეფშის მოსუფთავება იყო

"თეფში მოაპრიალე თორე მახინჯი ცოლი გეყოლება"

0

ბოდიშით ნასვამი ვაარ

გამოიყენება იმ შემთხვევაში,როდესაც ადამიანს პასუხისმგებლობის არიდება სურს

-(ყველანაირი შესაძლო დიალოგის დასაწყისი)
-ისა.. ბოდიშით,ნასვამი ვაარ

0

მე აღარაფერი დამრჩეს?

გამყიდველის მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული ფრაზა, როცა მას დაკლებას სთხოვენ.

რა ღირს ბოტასი?
100 ლარი.
აუ ძვირია დააკელი რა.
მე აღარაფერი დამრჩეს?

0

რა ამბავია, ვალი გაქვს?!

გამოიყენება ბაზარში პროდუქტის სიძვირესთან დაკავშირებული უკმაყოფილების გამოსახატავად, რომლის თანახმადაც გამყიდველს მაღალი ფასებით უნდა ვალების გასტუმრება.

-რა ღირს პომიდორი?
-4 და 80
-რა ამბავია, ვალი გაქვს?!

0

არუბალას ისტორია

მისტიური ქართველი რომელიც 90 იანებში ცხოვრობდა ამერიკაში და თუფაქმა სიკვდილის წინ უთხერა " ჰელფ მი არუბალ " .. ყველა ამტკიცებს რომ არუბალა მისი უბნელია

ჰელფ მი არუბალ