0

აპელაცია

აღნიშნული სიტყვა გამოიყენება მაშინ,როცა სტუდენტს,განსაკუთრებით კი თსუ-ში მოსწავლეს,სურს გაარკვიოს რაში დააკლეს ქულები და რატომ დაუწერეს ასეთი დაბალი შეფასება და დაუბრუნოს ლექტორს გადასამოწმებლად.თუმცა თავადაც ხვდება,რომ არაფერს მოუმატებს.

კაი... ბაზარი არაა ბევრი რამე არ მეწერა,მარა 10 ქულა რაში დამაკლო მაგ ახვრმა კაცმა...

0

ერთი საქმის იმედზე ვარ

უიმედო საქმეზე დაიმედებული ადამიანის ხშირი ფრაზა„

-როდის მიბრუნებ იმ ვალს შარშან რო გასესხე 1 კვირით?
-აი ერთი საქმის იმედზე ვარ უეჭველი თემაა თუ არადა მოვიხევი რა

0

ნეიმარი

აღნიშნული სიტყვა გამოიყენება მაშინ,როცა ადამიანებს სურთ ვინმე დაახასიათონ როგორც ფულის მონა და გამყიდველი.

მაგარი ნეიმარი როჟა ხარ...

0

დამპალი კატა, დამხრჩვალი კატა

გამოიყენება ძმაკაცის მიმართ. ხშირად პახმელიაზე ან დილით ადრე, უსიამოვნო სუნის შემთხვევაში

რაიყო შეჩემა დამპალი კატა ჭამე?
ფუ რაარი დამხრჩვალი კატის სუნი გაქვს ;დდ

0

ალენ დელონი

პიროვნება რომელთან შედარების შედეგად შეგვიძლია დავაკნინოთ ნებისმიერი მამაკაცის გარეგნული სილამაზე

- ბიჭო ნახე ლევანა რა სიმპატიჩნია
- მაიცა რაა შეჩემა ეგეც არ მყავდეს ალენ დელონი

0

მალადნიაკია

ტრუხა პლანის გასაპრავებელი სიტყვა.

- დაგაბოლა?
- არა ძმაო.
- დაიკიდე, მალადნიაკია ჯერ, აბა რას ელოდი.

0

დაბანისას დაჯდება

სიტყვათა კორელაციური შეთანხმება, რომელიც გამოიყენება ''პარიკმახელის'' მიერ, როცა თმა არარელევანტურად შეგჭრათ და ცდილობს დროულად აგწაპნოთ ფულადი რესურსი და მოგიცილოთ თავიდან.

სიტყვათა კორელაციური შეთანხმება, რომელიც გამოიყენება ''პარიკმახელის'' მიერ, როცა თმა არარელევანტურად შეგჭრათ და ცდილობს დროულად აგწაპნოთ ფულადი რესურსი და მოგიცილოთ თავიდან.

0

მე ვერ გწერ და მომწერე

"ვერ გწერ და შენ მომწერე რა" ერთგვარი მიწერისგან თავის ასარიდებელი საშუალება,როცა მიწერა გეზარება,ან უბრალოდ თავმოყვარეობა არ გაძლევს ამის საშუალებას.

-აუ მიდი ეს ფოტოები პირადში ჩამიყარე რა
-კაი,მარა ვერ გწერ და შენ მომწერე რა

0

მესამე გოლმა გაგვტეხა

ფეხბურთში, დიდი ანგარიშით წაგების, გაპრავების ერთ-ერთი საშუალება.

მაგრად ვთამაშობდით მაგრამ მესამე გოლმა გაგვტეხა