0

16

რიცხვი რომელიც ბავშვებში ამავე სახელწოდების თამაშის დროს ყველა კითხვას უნდა უპასუხო.

-რამდენი შეყვარებული გყავს?
-16

0

დრელი

სამუშაო იარაღი რომელიც გამოიყენება გვერდით მეზობლის მიერ აუცილებლად ღამის საათებში.

.

0

არ დააყენებინო, ორ წუთში მოვალ

როცა ტექნიკურად ცდილობ დაუტყდე "სტაიანშიკს" როცა 50 თეთრი არ გაქვს

-მოდი მოდი გასული ხარ
-აუ კაცურად არ დააყენებინო რა ორ წუთში მოვალ

0

ფუფლიკი

ადამიანი რომელიც დათქმულ დროს ვერ აბარებს თავანს

ბიჭო შეხედე ფუფლიკა მოდის
ეეეეეე ფუფლიკ

0

სვიდანია

სიტყვა რომელიც ნიშნავს პაემანს
სიტყვას ხშირად იყენებენ 40 წელს გადაცილებული ხალხი

ბიჭო დღეს სვიდანიაზე მივდივარ
კაი გოგოა?

0

ინსტაგრამი

სოციალური ქსელი რომელზეც ხელი მშობლებს არ მიუწვდებათ

-ნახე რა სთორი დადო?
-სახლში იციან?

0

ძმას ვეჭიდავე

საკმაოდ იშვიათი მისალმების ფორმა, რომელსაც ყოფილი ან მოქმედი მოჭიდავეები გამოიყენებენ შეხვედრისას

ძმას ვეჭიდავე

0

მევიდა თქვენი პრეზიდენტი?

ძირითადად ამ ფრაზით მიმართავენ პირს (ან პირთა ჯგუფს) რომელზეც ადრე არსებული პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარების შეცვლამ დადებითად იმოქმედა და თუ ახლო წარსულში დაჩაგრული და დისკრიმინირებული იყო, ახლა შეუძლია გაილაღოს და ინავარდოს

"ეგია ნამუსი? რო აღარა ვართ მაქეთ არც მე, არც იგი, ესეიგი გეიგდეთ ქვეშ და მიდი? თუ რაია, ძველი წლები ხომ არ გაგახსენდა ფორმები და რამე... მევიდა შენი დრო თუ რა ხდება? მევიდა თქვენი პრეზიდენტი?..."