კითხვა ძირითადად დასმულია დიდუბის ავტოსადგურის მძღოლების მიერ იმ იმედით,რომ ეს ადამიანი ვისაც კითხვა მიემართება "რამოდენიმე" იქნება და მარშუტკაც გაივსება
–თქვენ რამდენი ხართ ჩემო დაია?
–ერთი
–მაშინ აგერ ერთიანზე დაჯექი
ეს არ ფრაზა დამკის,შაშკის თამაშის დროს, როდესაც არასწორი სვლა გააკეთე მაგრამ მოგვიანებით მიხვდი
თუმცა ახლა აზრი აღარ აქვს
-არადა სამ ქვას გიკლავდი
-დაბრუნებებს არ ვართ
ამ ფრაზას ხშირად ახალგაზრდებისგან გაიგებთ, როდესაც ისინი მარიაჟობენ იმით, რომ პლანი მოწიეს და მაგარი გასულები არიან. ისინი ხშირ შემთხვევაში ამბობენ მსგავს ფრაზას როდესაც გოგოს ნახულობენ და ამ მეთოდით უნდათ, რომ მოხიბლონ.
-აუ ბოდიში რა ლამაზო აზრები მეფანტება და ვერ გებაზრები ნორმალურად.
- რატომ? რაშია საქმე? ყველაფერი კარგადაა?
- კი კი, ძაან მაგრად უბრალოდ სანამ შენ გნახავდი მაგარი დავიბაბანე და ხო აზრზე ხარ
ერთადერთი ადგილი თბილისში, სადაც პოპკორნი 5 თეთრი ღირს
წამო ფილარმონიის პაძემკაში იქ უფრო იაფია
მომენტი როდესაც პიროვნება სიგარეტს ეწევა და მისი მეგობარი თხოვს, რომ დაუტოვოს. ამ დროს პიროვნება დახედავს სიგარეტს შემდეგ თავის მეგობარს გაოცებული სახით და ეუბნება: რაიყო შეჩემა სახანჯლაოდ გინდა?
- აუ ძმობას გაფიცებ სიგარეტი არ გაქვს?
- არა, არა ბოლოღერია
-მაშინ დამიტოვე
-რაიყო შეცემა სახანჯლაოდ გინდა?
ფრაზა, რომელსაც ხშირად მოვისმენთ უბნის ბირჟავიკი კამანდისგან, როდესაც ისინი იგებენ ისეთ ამბავს,რაც მათ გაოცებას იწვევს, შემდეგ ტრადიციულად ამოიქვნეშებენ და სიგარეტს ნაპასს დაარტყამენ შემდეგი ფრაზით: "ნი ხუია სიბე"
-გაიგე თურმე ივანიშვილმა მთელი ხეები ამოთხარა და მიაქ თავის კერძო საკუთრებაში
- ჰეჰ ნე ხუია სიბე, რას არ გაიგებს კაცი
თანხმობის მოკლე ფორმა,რომლის შემთხვევაშიც სათქმელი მეტი აღარაფერი გაქვს და ამით ასრულებ დიალოგს
-რომ მიხვალ მომწერე
-ოკ...
ხშირ შემთხვევაში ასობგერა შ გამოხატავს გაზვიადების ან გამრავლების ფორმას, ან თუნდაც ირონიული პასუხის გასაცემადაც იყენებენ.
იმ დღეს, სუფრაზე ვიყავით ყველაფერი იყო: ხაჭაპური შმაჭაპური, ყველი შმელი. კიტრი შმიტრი.
ორი მეგობრის საუბარი:
-რას შვები საერთოდ დადიხარ ლექციებზე?
- ლექციები არა შმექციები
ადამიანი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ფული აქვს. ეს ფაქტი მეგობრებმა იციან და ხშირად თხოვენ ფულს, თუმცა ამ პიროვნებას ყელში აქვს ამოსული ამდენი ფულის დარიგება და მიმართავს თავის მეგობრებს შემდეგი ფრაზით.
თქვენ მართლა რა გგონიათ "მაკლერს კი არ ვტყნავ"
ადამიანი, რომელსაც ბევრი ხურდა აქვს და გვერდზე მდგომი ძმაკაცი ან მეგობარი გაკვირვებული სახით უყურებს თუ როგორ უჭირავს თავის ძმაკაცს ან მეგობარს 20 ლარი ხურდებით, ამის შემდეგ მას უჩნდება გენიალური კითხვა ხიდის ქვეშ ხომ არ იჯექი?
რაამბავი ხურდები გაქვს შეჩემა რაიყო ხიდის ქვეშ ხომ არ იჯეკი?