0

რასტვარიმი

ეს არის მაგიური სიტყვა, რომელსაც ხშირად შუა ხნის ან ხანში შესული ხალხი იყენებს.

-რომელ ყავას დალევ ნალექიანს თუ...?
-რასტვარიმს

0

ხიდის ქვეშ ხომ არ იჯექი?

ადამიანი, რომელსაც ბევრი ხურდა აქვს და გვერდზე მდგომი ძმაკაცი ან მეგობარი გაკვირვებული სახით უყურებს თუ როგორ უჭირავს თავის ძმაკაცს ან მეგობარს 20 ლარი ხურდებით, ამის შემდეგ მას უჩნდება გენიალური კითხვა ხიდის ქვეშ ხომ არ იჯექი?

რაამბავი ხურდები გაქვს შეჩემა რაიყო ხიდის ქვეშ ხომ არ იჯეკი?

0

მაკლერს კი არ ვტყნავ

ადამიანი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ფული აქვს. ეს ფაქტი მეგობრებმა იციან და ხშირად თხოვენ ფულს, თუმცა ამ პიროვნებას ყელში აქვს ამოსული ამდენი ფულის დარიგება და მიმართავს თავის მეგობრებს შემდეგი ფრაზით.

თქვენ მართლა რა გგონიათ "მაკლერს კი არ ვტყნავ"

0

ასო-ბგერა" შ "

ხშირ შემთხვევაში ასობგერა შ გამოხატავს გაზვიადების ან გამრავლების ფორმას, ან თუნდაც ირონიული პასუხის გასაცემადაც იყენებენ.

იმ დღეს, სუფრაზე ვიყავით ყველაფერი იყო: ხაჭაპური შმაჭაპური, ყველი შმელი. კიტრი შმიტრი.
ორი მეგობრის საუბარი:
-რას შვები საერთოდ დადიხარ ლექციებზე?
- ლექციები არა შმექციები

0

ნი ხუია სიბე

ფრაზა, რომელსაც ხშირად მოვისმენთ უბნის ბირჟავიკი კამანდისგან, როდესაც ისინი იგებენ ისეთ ამბავს,რაც მათ გაოცებას იწვევს, შემდეგ ტრადიციულად ამოიქვნეშებენ და სიგარეტს ნაპასს დაარტყამენ შემდეგი ფრაზით: "ნი ხუია სიბე"

-გაიგე თურმე ივანიშვილმა მთელი ხეები ამოთხარა და მიაქ თავის კერძო საკუთრებაში
- ჰეჰ ნე ხუია სიბე, რას არ გაიგებს კაცი

0

რაიყო სახანჯლაოდ გინდა?

მომენტი როდესაც პიროვნება სიგარეტს ეწევა და მისი მეგობარი თხოვს, რომ დაუტოვოს. ამ დროს პიროვნება დახედავს სიგარეტს შემდეგ თავის მეგობარს გაოცებული სახით და ეუბნება: რაიყო შეჩემა სახანჯლაოდ გინდა?

- აუ ძმობას გაფიცებ სიგარეტი არ გაქვს?
- არა, არა ბოლოღერია
-მაშინ დამიტოვე
-რაიყო შეცემა სახანჯლაოდ გინდა?

0

მაგარი დავიბაბანე

ამ ფრაზას ხშირად ახალგაზრდებისგან გაიგებთ, როდესაც ისინი მარიაჟობენ იმით, რომ პლანი მოწიეს და მაგარი გასულები არიან. ისინი ხშირ შემთხვევაში ამბობენ მსგავს ფრაზას როდესაც გოგოს ნახულობენ და ამ მეთოდით უნდათ, რომ მოხიბლონ.

-აუ ბოდიში რა ლამაზო აზრები მეფანტება და ვერ გებაზრები ნორმალურად.
- რატომ? რაშია საქმე? ყველაფერი კარგადაა?
- კი კი, ძაან მაგრად უბრალოდ სანამ შენ გნახავდი მაგარი დავიბაბანე და ხო აზრზე ხარ

0

საქართველოში აზრი არ აქვს/ ტრამვებმა შემჭამეს

ფრაზა, რომელიც ყველგან გექნებათ მოსმენილი. ხშირ შემთხვევაში ამას ყოფილი ახალგაზრდა (პერსპეკტიული) ფეხბურთელები ამბობენ. რომლებსაც სიგარეტის არყისა და მოსაწევის მეტი არაფერი უნდათ, თუმცა ოჯახი მაინც აძალებდა ფეხბურთის თამაშს. საბოლოოდ მათ არაფერი გამოუვიდათ და ნათესავებში თავს იმართლებენ იმით რომ აქ აზრი არ აქვს არაფერს, ან უბრალოდ ჯანმრთელობა არ უწყობდათ ხელს.

- კი მაგრამ შენმა მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ გეთამაშა და რაშია საქმე რატომ დაანებე?
- კაი რა საქართველოში აზრი არ აქვს არაფერს თუ ფული არ გაქვს.
-2.
-რატომ დაანებე თავი ბიჭო?
-რავი შეჩემა ტრამვებმა შემჭამეს და ხო აზრზე ხარ