01.03.2018
პა ბალშომუ
აბსოლუტურად მნიშვნელობადაკარგული გამოთქმა რუსული ფესვებით. გამოიყენება წინადადების გასავრცობად და აზრის გაგრძელებამდე ფიქრისას დროის მოსაგებად. შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს წინადადების ლოგიკური ჯაჭვის მიმდინარეობის ოდნავ გადასასხვაფერებლად.
-და შენ რა სტატუსით ხარ მაგ კომპანიაში, უფროსი ხარ ჯგუფის?
-ჰო რა, უფროსი ვარ. პა ბალშომუ, მთლად უფროსიც არ ვარ, მაგრამ დავალებებს მე ვაძლევ რა სასტავს.