1

პა ბალშომუ

აბსოლუტურად მნიშვნელობადაკარგული გამოთქმა რუსული ფესვებით. გამოიყენება წინადადების გასავრცობად და აზრის გაგრძელებამდე ფიქრისას დროის მოსაგებად. შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს წინადადების ლოგიკური ჯაჭვის მიმდინარეობის ოდნავ გადასასხვაფერებლად.

-და შენ რა სტატუსით ხარ მაგ კომპანიაში, უფროსი ხარ ჯგუფის?
-ჰო რა, უფროსი ვარ. პა ბალშომუ, მთლად უფროსიც არ ვარ, მაგრამ დავალებებს მე ვაძლევ რა სასტავს.

0

უღრუბლო ზეცა

უზენაესი სურვილი ბავშვებისადმი. ძირითადად გამოიყენება სადღეგრძელოს წარმოთქმისას ბიძერების მიერ. სურვილის გამომთქმელისთვის სურვილის ობიექტების "ჯანმრთელობა და ბედნიერება" უკვე ეჭვს არ იწვევს, ამიტომაც ის თავს უფლებას აძლევს საკუთარი მისწრაფებები ახალი თაობისადმი უფრო დაანავაროტკოს და უღრუბლო ზეცა უსურვოს პატარებს.

-პატარებს გაუმარჯოთ, ყველაზე მნიშვნელოვან არსებებს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს საზრუნავს. უღრუბლო ზეცას ვუსურვებ მათ და ჩვენც დაგვედოს ამ ყველაფრის ერთად შექმნაში თითო აგური.

1

ეს იყოს აქ

ფრაზა, რომელსაც გამოიყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებში არც ისე გათვითცნობიერებული ახლო მეგობარი, როდესაც აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილად ჩათში რაიმე ფაილს ან ბმულს გიგდებს, რომელიც შენი ნახვისთვის განკუთვნილი არ არის, იმის მაგივრად, რომ იგივე ფაილი/ლინკი საკუთარ თავს ჩაუგდოს ჩათში.

1: -ჰოდა, მოკლედ, ძაან კარგი ჯგუფი შემხვდა ამ სემესტრში
2: -www.pornhub.com/JohnnySinsPlumberCompilation
2: -es iyos aq
2. -da leqtori rogoria, gogo?