24.12.2018
ამინ
უნივერსალური სიტყვა, რომელსაც ქართველი ერის რწმენით, კომენტარებში გამოჩენის შედეგად შეუძლია სიკვდილის სარეცელიდან წამოაყენოს ადამიანი, შეპყრობილი განკურნოს, ერის კაცი ბერად აქციოს, ბოროტს კეთილმა სძლიოს და სხვა. "ამინ" - ის ძალა დამოკიდებულია პოსტის ავტორის ფანტაზიის უნარზე.
-დაწერეთ ამინ და 45 წლის ნონას ახალი გული გადაენერგება.
-ამინ.
-დაწერეთ ამინ და ყოველ 1000 ამინზე 1 ადამიანი გაცოცხლდება. #ვაკეთოთსიკეთე
-ამინ.
-დაწერეთ ამინ და ყველა ბარიგა ყვავილებს გაყიდის. #არანარკოტიკს