0

ჰიპსტერი

Homo-ს გვარის ერთ-ერთი სახეობა (Homo hipstericus).
გავრცელებულია მთელ პლანეტაზე, თუმცა გავრცელების სიმჭიდროვეში შეინიშნება ერთგვარი ტრენდი. კერძოდ: ტოლერანტულები არიან ისეთი გარემო პირობებისადმი, რომლებიც ცვლადთა საშუალო მნიშვნელობათაგან ყველაზე მეტად გადახრილი მნიშვნელობებით ხასიათდება.
სახეობის მთავარი მორფოლოგიური ნიშანია ეგზისტენციალური მდგომარეობის გამოხატვა სხვადასხვა ფორმით, იქნება ეს ტანისამოსი, თმიანი საფარველის სპეციფიკური ვიზუალი, თუ კანის მოხატვა.
სახეობას მრავალი ქვესახეობა გააჩნია საკაცობრიო იდეოლოგიათა ფართო სპექტრში, როგორებიცაა მუსიკის, ლიტერატურის, სახვითი ხელოვნების, პოლიტიკისა თუ ფილოსოფიის მიმდინარეობები.
სახეობა ხასიათდება ნიშან-თვისებათა ყველაზე ფართო დაპაზონითა და დიდი სტანდარტული გადახრით, რომელიც ჰიპსტერთა მონაცემებზე სტატისტიკური ოპერაციების ჩატარებისას არასტანდარტულ გადახრად იწოდება, რადგან, ჰიპსტერიზმის ცნება ყველანაირ სტანდარტს უარყოფს და განაგდებს.

1. -ტატუ უნდა გავიკეთო და რამე განსხვავებული სიმბოლო ხომ არ იცი, მარტო რამდენიმე ადამიანს რომ ესმოდეს მისი აზრი?
2. -ჩუმად კი ნირვანას ვუსმენ, მარა ფეისბუქზე, მხოლოდ, 20 გამომწერის მქონე ბენდებს ვაზიარებ.
3. -კვირაში 6-ჯერ მაინც თუ არ წავედი ფაბრიკაში, მეც ნელ-ნელა ჩვეულებრივ ადამიანებს ვემსგავსები ხოლმე.