2

თამბლერა

Homo-ს გვარის ერთ-ერთი ახლადწარმოქმნილი სახეობა (ლათ. Homo tumblricus), რომლის წარმოშობა უკავშირდება ბლოგის_ Tumblr.com-ის წარმოშობას.
სახეობა დაყოფილია რამდენიმე ქვესახეობად:
1. დეპრესიული თამბლერები (ხასიათდებიან წვიმის წვეთებიანი ფანჯრების, დასერილი ვენების, სიგარეტიანი მდედრების/მამრებისა და ნარკოტიკული საშუალებების ფოტოებისადმი ლტოლვით).
2.პოზიტიური თამბლერები (ხასიათდებიან ფერადოვნებით, ღიმილითა და მშვიდობისშემცველი აზრების ქონით, თამბლერიზმისა და ჰიპიზმის შერწყმით. ხშირ შემთხვევაში არიან ბალახისმჭამელნი (ლათ. Herbivora)).
3. რეტრო თამბლერები (აქვთ 70-იანი, 80-იანი და 90-იანი წლების მოდისკენ მიდრეკილება და თვლიან, რომ ამ პერიოდში უნდა დაბადებულიყვნენ. ახასიათებთ ჰიპიზმი).
4. ნუდი თამბლერები (თვლიან, რომ სიშიშვლე არტია. შეუძლიათ სხეულის ნებისმიერი ნაწილის არტულად წარმოჩენა ფოტოებში).
არსებობს თამბლერათა სხვა მცირე ჯგუფებიც.
სახეობისთვის დამახასიათებელი ზოგადი მორფოლოგიური მახასიათებლები: ფერადი თმა/ტანსაცმელი, ტატუ/პირსინგი გამოსაჩენ ადგილას, არასტანდარტული ჩაცმულობა, არასპორტულობა და მუსკულატურის ნაკლებობა.
ჰაბიტატი: ფაბრიკა, ჩაის სახლი ოპერასთან და სხვა არტობა ბარები.

1. - წამო, ფაბრიკაში ავიდეთ, თამბლერა ნაშობა ავყაროთ.
2. - რა ფერზე შეიღებე თმა, თამბლერდები?
3. - თამბლერა არ ვარ, უბრალოდ, განსხვავებული ადამიანი ვარ.
... და ა.შ.

1

ფაბრიკა

თამბლერათა (ლათ. Homo tumblricus), ჰიპსტერთა (ლათ. Australopithecus hipsteriensis) და მისნაირთა ცენტრალური საკულტო ნაგებობა, სადაც ვერ ხარობს ვერც-ერთი ჰომინიდური ჯიში, გარდა ზემოთხსენებული ჯიშებისა.
მდებარეობს თბილისში.
ფაბრიკის პოპულაციის ინდივიდები ხასიათდებიან არტისკენ, თამბლერიზმისკენ და "თავისუფლების იდეისკენ" სწრაფვით.

1. -აუ, წამო ფაბრიკაში, არტობა ფოტოები გადავიღოთ.
2. -ერთი ფოტო ფაბრიკაში მეც ხომ უნდა მქონდეს?!
3. -ვაიმე, ყველა ფერადი მაისური გასარეცხი მაქვს და ფაბრიკაში რითი წავიდე?!
...და ა.შ.

1

ფემინისტი

ფემინიზმის (ლათ. Femina_ ქალი) მიმდევარი, რომელთა მიზანია ქალთა უფლებების აღიარება და მათი გათანასწორება მამაკაცებთან.

ქართულ რეალობაში: რადიკალისტ მდედრთა დაჯგუფება, რომლებიც ცდილობენ წარმოაჩინონ ქალთა უპირატესობა მამაკაცებზე.
ისინი ამისთვის იყენებენ მრავალგვარ მეთოდს: გაუთხოვრობა (რა გზითაც ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ქალი კაცის გარეშეც შეიძლება განაყოფიერდეს), იღლიებში ბალნის ზრდა (ლეგენდის თანახმად, ამ აქტს მაგიური დანიშნულება აქვს: იღლიის ბალანში წარმოქმნილი აურა ქალს მამაკაცზე მბრძანებლობის მოპოვებაში ეხმარება), აქციებზე გამოსვლა და ხმამაღალი ყვირილი (ამ დროს წარმოქმნილი ბგერითი ტალღები განსაკუთრებული თვისებების მქონეა და ტალღა-ნაწილაკის დუალობის პრინციპის თანახმად, ტალღურ ბუნებასთან ერთად, ნაწილაკურ ბუნებასაც ავლენენ, ერთდებიან და მაღალი სიჩქარით ეჯახებიან მამრთა გულებს), მეცნიერული კვლევები (ფემინისტები აქტიურად იყენებენ იმ მეცნიერული კვლევების შედეგებს, რომლებიც ამტკიცებს, რომ ერთადერთი რამ, რაშიც მამრი გამოიყენება, განაყოფიერებაა და მათ ცოტა ხანში ეს ფუნქცია დაეკარგებათ. ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობენ გაუთხოვარი ფემინისტები.) და სხვ.

კორკოტასებრთა ოჯახში (Korkotoidae) ტერმინი ფემინისტი გამოიყენება სალანძღავ და დამამცირებელ სიტყვად.

1. -ძაან მომრავლდნენ ეს ფემინისტები, ელჭიპიტები და სოროსის მონები.
2. -შვილო, რატომ არ თხოვდები, ფემინისტი ხომ არ ხარ?
3. -გოგო, შეყვარებულმა დამადო და გადავწყვიტე, ფემინისტი გავხდე.
... და ა.შ.

1

ძმაკაცს ბებია დაუჭრეს ტრაკში

კაი ბიჭების მხრიდან ქუჩაში, გამვლელისთვის ფულის, ან სიგარეტის თხოვნის ერთ-ერთი გავრცელებული ფსევდომიზეზი.
წარმოთქმისას საჭიროა წელში ოდნავ მოხრა და სერიოზული გამომეტყველების მიღება.
მის გარდა, ფულის თხოვნის ალტერნატიული ფსევდომიზეზებია: ძმაკაცს ბებია შეეძინა, ძმაკაცი დაიჭირეს და სხვანი.

1. -ძმაკაცს ბებია დაუჭრეს ტრაკში და ორი ღერი სიგარეტი ხომ არ გექნება?
2. -ძმაკაცს ბებია შეეძინა და ხურდებით ხომ ვერ დაგვეხმარები?
3. -ძმაკაცი დაიჭირეს და აჭარაზე უნდა ჩავრიცხო და ლარიანი ხომ არ გექნება?
... და ა.შ.

0

ჰიპსტერი

Homo-ს გვარის ერთ-ერთი სახეობა (Homo hipstericus).
გავრცელებულია მთელ პლანეტაზე, თუმცა გავრცელების სიმჭიდროვეში შეინიშნება ერთგვარი ტრენდი. კერძოდ: ტოლერანტულები არიან ისეთი გარემო პირობებისადმი, რომლებიც ცვლადთა საშუალო მნიშვნელობათაგან ყველაზე მეტად გადახრილი მნიშვნელობებით ხასიათდება.
სახეობის მთავარი მორფოლოგიური ნიშანია ეგზისტენციალური მდგომარეობის გამოხატვა სხვადასხვა ფორმით, იქნება ეს ტანისამოსი, თმიანი საფარველის სპეციფიკური ვიზუალი, თუ კანის მოხატვა.
სახეობას მრავალი ქვესახეობა გააჩნია საკაცობრიო იდეოლოგიათა ფართო სპექტრში, როგორებიცაა მუსიკის, ლიტერატურის, სახვითი ხელოვნების, პოლიტიკისა თუ ფილოსოფიის მიმდინარეობები.
სახეობა ხასიათდება ნიშან-თვისებათა ყველაზე ფართო დაპაზონითა და დიდი სტანდარტული გადახრით, რომელიც ჰიპსტერთა მონაცემებზე სტატისტიკური ოპერაციების ჩატარებისას არასტანდარტულ გადახრად იწოდება, რადგან, ჰიპსტერიზმის ცნება ყველანაირ სტანდარტს უარყოფს და განაგდებს.

1. -ტატუ უნდა გავიკეთო და რამე განსხვავებული სიმბოლო ხომ არ იცი, მარტო რამდენიმე ადამიანს რომ ესმოდეს მისი აზრი?
2. -ჩუმად კი ნირვანას ვუსმენ, მარა ფეისბუქზე, მხოლოდ, 20 გამომწერის მქონე ბენდებს ვაზიარებ.
3. -კვირაში 6-ჯერ მაინც თუ არ წავედი ფაბრიკაში, მეც ნელ-ნელა ჩვეულებრივ ადამიანებს ვემსგავსები ხოლმე.

1

მაიტყვნება რა

მდედრის სექსუალური პოტენციალის მაჩვენებელი.
ეს მაჩვენებელი სექსუალური პოტენციალის შეფასების შკალაზე საშუალოზე დაბალი სიდიდისაა და გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მდედრის ფიზიკური და პიროვნული ღირებულებები არც ისე მაღალია, თუმცა, გაჭირვების ჟამს მდედრი სექსისთვის მაინც გამოდგება.

1. -ბანძი ტრაკი აქვს, მარა მაიტყვნება რა.
2. -სახეზე მაგარი დაჯმული აქვს, მარა მაიტყვნება რა.
3. -ძაან დებილი გოგოა, მარა მაიტყვნება რა.
...და ა.შ.