თამბლერა - Sci-Explanations - ბიძერი
2

თამბლერა

Homo-ს გვარის ერთ-ერთი ახლადწარმოქმნილი სახეობა (ლათ. Homo tumblricus), რომლის წარმოშობა უკავშირდება ბლოგის_ Tumblr.com-ის წარმოშობას.
სახეობა დაყოფილია რამდენიმე ქვესახეობად:
1. დეპრესიული თამბლერები (ხასიათდებიან წვიმის წვეთებიანი ფანჯრების, დასერილი ვენების, სიგარეტიანი მდედრების/მამრებისა და ნარკოტიკული საშუალებების ფოტოებისადმი ლტოლვით).
2.პოზიტიური თამბლერები (ხასიათდებიან ფერადოვნებით, ღიმილითა და მშვიდობისშემცველი აზრების ქონით, თამბლერიზმისა და ჰიპიზმის შერწყმით. ხშირ შემთხვევაში არიან ბალახისმჭამელნი (ლათ. Herbivora)).
3. რეტრო თამბლერები (აქვთ 70-იანი, 80-იანი და 90-იანი წლების მოდისკენ მიდრეკილება და თვლიან, რომ ამ პერიოდში უნდა დაბადებულიყვნენ. ახასიათებთ ჰიპიზმი).
4. ნუდი თამბლერები (თვლიან, რომ სიშიშვლე არტია. შეუძლიათ სხეულის ნებისმიერი ნაწილის არტულად წარმოჩენა ფოტოებში).
არსებობს თამბლერათა სხვა მცირე ჯგუფებიც.
სახეობისთვის დამახასიათებელი ზოგადი მორფოლოგიური მახასიათებლები: ფერადი თმა/ტანსაცმელი, ტატუ/პირსინგი გამოსაჩენ ადგილას, არასტანდარტული ჩაცმულობა, არასპორტულობა და მუსკულატურის ნაკლებობა.
ჰაბიტატი: ფაბრიკა, ჩაის სახლი ოპერასთან და სხვა არტობა ბარები.

1. - წამო, ფაბრიკაში ავიდეთ, თამბლერა ნაშობა ავყაროთ.
2. - რა ფერზე შეიღებე თმა, თამბლერდები?
3. - თამბლერა არ ვარ, უბრალოდ, განსხვავებული ადამიანი ვარ.
... და ა.შ.