0

ადიბასი

ფირმა Adidas-ის სპორტული ფეხსაცმელის დასახელების საბჭოთა-ქართული დამახინჯებული ფორმა. იგივე სახელწოდება აქვს მწერალ ზაზა ბურჭულაძის წიგნს. აგრეთვე გამოიყენებოდა ტერმინი „ადიბასები“.

ჩემს შემთხვევაში ამ დატუქსვამ ის შედეგი გამოიღო, რომ მუქარის პოსტის ავტორმა თავისი მარკიზდესადობის ადიბასები წაშალა, მერე დამბლოკა და, ალბათ, ჩემგან უხილავად, ისევ ახლიდან დაწერა. (თინა მახარაძის პოსტიდან)