0

შვილებს გაფიცებ

ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებენ საკუთარი მწირი ბიუჯეტის ფაქტის დასაფარად, როდესაც მოსაუბრე ან შემხვედრი ნაცნობი მათ სანაცვლოდ იწყებს მათი ხარჯის ანაზღაურებას. როგორც წესი, ასეთი ფრაზით პირველი პირი გადის ფსიქოლოგიურ ბარიერს და ცდილობს, დაარწმუნოს მეორე პირი, რომ არ ღირს ამა თუ იმ ხარჯის გაწევა, როდესაც სინამდვილეში, პირიქით, მოხარულია, რომ საკუთარი ბიუჯეტი დაზოგა.

ადგილები: სატრანსპორტო საშუალებები, რიგები მაღაზიაში ან სხვაგან.

- ფული გაწიე!
- არ გამაბრაზო ახლა!
- რას შვრები? არ გრცხვენია?
- ლამარა, ძალიან მაწყენინებ, იცოდე!
- ლია! შვილებს გაფიცებ! შვილები დაგაფიცე! დათუნას გაფიცებ!
- ხელი გამიშვი!
(შემთხვევითი დიალოგი)

0

ექსპერტი

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უკანასკნელ 20 წელიწადის განმავლობაში. ყველაფრის ექსპერტები და ყველაფრის მცოდნეები.

ჩვენთან დღეს სტუმრადაა ცნობილი პოლიტიკური ექსპერტი თამაზ ხელაძე.

0

სამალიოტის მაჩვი

წარმოსახვითი მაჩვი რომელიც სამალიოტს გაყვა და დაიკარგა.

რა სამალიოტის მაჩვივით დაიკარგე, შეჩემა?

0

სოფლის ბოზი

სექსის ინსტრუქტორი პროვინციაში, პროვინციელ ყმაწვილთა დავაჟკაცების ოსტატი; განაწყენებულ/დაუკმაყოფილებელ ქმართა შემწე და ნუგეში.

მაკა? ეგ სოფლის ბოზი, ეგა, რას დაეთრევით გარეთ ამ დროს მაგასთან, არ დაგინახოთ გასულები მეორედ.

0

აქ ის კი არ არის

სპეციფიკური ფრაზა, რომელიმე სუბიექტის მხრიდან მომაბეზრებელი ქმედებების აღსაკვეთი საშუალება.

გადით, სხვაგან ითამაშეთ! აქ ის კი არ არის!

0

ნაროდი

იგივე „ხალხი“. მომდინარეობს რუსული „Народ“-იდან.

ზოგადად, ინტერნეტში, ერთი შეხედვით, უამრავი ადამიანი ჯღაბნის უკიდურესად ცინიკურ, ღვარძლით და ბოღმით აღსავსე კომენტარებს. ამ თემის განხილვას ხშირად შევსწრებივარ Facebook-კედლებზე. ბევრს ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, რომ ეს ოდენ „ქართული ფენომენია" და მხოლოდ ამ ქვეყანაში ცხოვრობს ასეთი „დეგრადირებული ნაროდი". (შალვა რამიშვილი)

0

თმების რადიოზე დაყენება

თმის ვარცხნილობისთვის სპეციფიკური, მოვლილი სახის მინიჭება. ფრაზა მეტწილად, უფრო ადრე გამოიყენებოდა.

ბურნუთ, რადიოზე დაიყენე თმები? (ფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“)

0

შავი ხელი

უკანასკნელად 80-იანებში და ადრეულ 90-იანებში (შესაძლოა) დაბადებულების ბუას მსგავსი შესაშინებელი ურბანული ლეგენდა. მისი წარმომავლობა უცნობია. ზოგი ვერსიით, ღამღამობით პიანინოზე უკრავს, ხოლო ზოგი ვერსიით - ჰაერიდან მოულოდნელად ჩნდება და ხალხს ხოცავს. როგორც წესი, ამ სიმბოლოთი ერთმანეთს აშინებდნენ ბავშვები ან უფროსები - ბავშვებს. ყოველთვის იგულისხმებოდა, რომ საიდანღაც, კარიდან, ლოგინის ქვემოდან ან ფანჯრიდან, გამოჩნდებოდა შავი ფერის ხელი.

გაჩერდი, თორემ აი, შავი ხელი გამოძვრება ახლა.

0

ქსივა

დოკუმენტის, საბუთის სინონიმი. მომდინარეობს ქურდული ლექსიკიდან, სადაც მილიციისგან თავის ასარიდებელ საბუთს აღნიშნავდა.

აჰა შენ ქსივები, საბუთები გაუწოდა, - კარგიც ეს არის. (ოთარ ჩხეიძე)

0

შავი ხალხი

კრიმინალურ დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენელნი.

„მართალია, ხელისუფლებაცა და მილიციაც არსებობდა ქალაქში, მაგრამ როგორც იტყვიან, იმ წლებში „შავი ხალხის“ მოზღვავება იყო... (ზაურ კალანდია)