შავი ხალხი
კრიმინალურ დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენელნი.
„მართალია, ხელისუფლებაცა და მილიციაც არსებობდა ქალაქში, მაგრამ როგორც იტყვიან, იმ წლებში „შავი ხალხის“ მოზღვავება იყო... (ზაურ კალანდია)
კრიმინალურ დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენელნი.
„მართალია, ხელისუფლებაცა და მილიციაც არსებობდა ქალაქში, მაგრამ როგორც იტყვიან, იმ წლებში „შავი ხალხის“ მოზღვავება იყო... (ზაურ კალანდია)
ფირმა Adidas-ის სპორტული ფეხსაცმელის დასახელების საბჭოთა-ქართული დამახინჯებული ფორმა. იგივე სახელწოდება აქვს მწერალ ზაზა ბურჭულაძის წიგნს. აგრეთვე გამოიყენებოდა ტერმინი „ადიბასები“.
ჩემს შემთხვევაში ამ დატუქსვამ ის შედეგი გამოიღო, რომ მუქარის პოსტის ავტორმა თავისი მარკიზდესადობის ადიბასები წაშალა, მერე დამბლოკა და, ალბათ, ჩემგან უხილავად, ისევ ახლიდან დაწერა. (თინა მახარაძის პოსტიდან)
იგივე „დიფ სტეიტი“ (Deep State), „გლობალური ომის პარტია“, არის მითიური, ფარული ორგანიზაცია ან ხელისუფლება, რომელიც, თითქოს, ერევა ამა თუ იმ ქვეყნის პირად საქმეებში. სინამდვილეში, არის ჩვეულებრივი ხელისუფლება (აშშ-ის, ბრიტანეთის და ა.შ.), რომლის რუსეთის ძალებთან, „ქართულ ოცნებასთან“ და ა.შ. დაპირისპირება მას ავტომატურად აქცევს „დიპ სტეიტად“ - დაუდგენელი პირებისგან შემდგარ იდუმალ ორგანიზაციად, რომელსაც ვერ მოერია დონალდ ტრამპიც, მაგრამ, ამავე დროს, „დიპ სტეიტმა“, უცნობი მიზეზით, 2025 წლის მაისისთვის, ჯერ ვერ დაამარცხა „ქართული ოცნება“.
ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ "დიფ სტეიტი" ვერ მარცხდება, ვერ სუსტდება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან (ირაკლი კობახიძე, 2025 წლის მაისი)
ძირითადად ინტერნეტში ჩარჩენილი ხალხის მიერ არასწორად ათვისებული ზმნების დაბოლოება (ვიაროდ, ვიფრინოდ, ვქნად, წავიდედ, შემოდიდ, მოდიდ და ა.შ.). გადამდებია როგორც ვირუსი, ვინაიდან ყველაფერი, რასაც ინტერნეტში ვკითხულობთ, ძალაუნებურად და გაუაზრებლად ილექება ტვინის ქერქზე.
აუ ჩემ არხზე შემოდიდ რა ხელმოწერები მჭირდება (ინტერნეტ-მომხმარებლის კომენტარი ერთ-ერთ ვიდეოზე)
როდესაც ინტერნეტ მომხმარებელი კამათში გიდებს სურათს, ძირითადად, რისამე სქრინს, რომელიც იმდენჯერ არის დაპოსტილი და ხელახლა გადმოწერილი, რომ უხარისხობისგან წერტილები გაუჩნდა და აღარ იკითხება მკაფიოდ.
"როდინდელ სქრინს დაათრევ, შე ჯპგ-მოტყნულო?"
"აუ, ეს რა ჯპგ-მოტყნული ფაილია..."