1

დიპ სტეიტი

იგივე „დიფ სტეიტი“ (Deep State), „გლობალური ომის პარტია“, არის მითიური, ფარული ორგანიზაცია ან ხელისუფლება, რომელიც, თითქოს, ერევა ამა თუ იმ ქვეყნის პირად საქმეებში. სინამდვილეში, არის ჩვეულებრივი ხელისუფლება (აშშ-ის, ბრიტანეთის და ა.შ.), რომლის რუსეთის ძალებთან, „ქართულ ოცნებასთან“ და ა.შ. დაპირისპირება მას ავტომატურად აქცევს „დიპ სტეიტად“ - დაუდგენელი პირებისგან შემდგარ იდუმალ ორგანიზაციად, რომელსაც ვერ მოერია დონალდ ტრამპიც, მაგრამ, ამავე დროს, „დიპ სტეიტმა“, უცნობი მიზეზით, 2025 წლის მაისისთვის, ჯერ ვერ დაამარცხა „ქართული ოცნება“.

ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ "დიფ სტეიტი" ვერ მარცხდება, ვერ სუსტდება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან (ირაკლი კობახიძე, 2025 წლის მაისი)