0

ტუალეტში წამომყევი

ჯგუფური აქტივობა, რომელიც გრძელდება საშუალოდ 15-45წთ. ძირითადად ახასიათებს ჰომო საპიენსის სახეობის მდედრებს. ატარებს რიტუალურ ნიშნებს და მოიცავს: მაკიაჟის შესწორება/გაკეთებას, სიგარეტის ჩუმად მოწევას, ნინის ექს-ბოიფრენდ ზუკასა და მისი ახალი გოგოს გაჭორვასა და, იშვიათ შემთხვევებში, ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

გოგგოოოო, ტუალეტში წამომყევიიიიი

0

ნუ გეშინია არ იკბინება

ეს წინადადება გამოიყენება მასპინძლის მიერ, რომელიც იმდენად არის შეყვარებული თავის ძაღლზე, რომ მზად არის გარისკოს სტუმრად მისული ადამიანის სიცოცხლე.

-ვაფ, ვაფ, ვაფ ( ძაღლი)
- გთხოვ რაა ძაღლი დააბი (სტუმარი)
- ნუ გეშინია არ იკბინება (მასპინძელი)

0

შაურმა ხოარ გადაგვერტყა?

ერთერთი ყველაზე გავრცელებული კითხვაა,რომელიც ბედნიერს ხდის ადრესატს და პასუხი კითხვის დასმამდეც ცნობილია!იყენებენ გოგოს მოსახიბლად ან ძმაკაცის გულის მოსაგებად.

მაკშაურმა ხოარ გადაგვერტყა?

0

გამაკრა

ადამიანის აღფრთოვანების გამოხატვა და ამავდროულად მანქანის შესაძლებლობების შეფასება, რომელიც არამხოლოდ მანქანას აფასებს,არამედ მძღოლის თვითშეფასებასაც ამაღლებს.

-გამაკრა სიდენიაზე

0

გამუ*ვლა

ეს ფრაზა კონკრეტულად ნაცემი ადამიანის აღსაწერად გამოიყენება და ეხმარება მთხრობელს მარტივად გადმოსცეს ყოფილი მოწინაააღმდეგის მდგომარეობა

-ბიჭო, იმასთან გუშინ რა მოხდა
- მაგრად გავმუ*ლე

0

ძაღლია რა !

გამოიყენება ძაღლის პატრონის მიერ რომელიც ატვეჩაიში ვერ დაუდგება მისთვის დასამცირებელ ფრაზად ქცეულ სახელის მქონე ცხოველს (ძაღლი) და იცილებს პასუხისმგებლობას უცნობისა და ძაღლის სამომავლო ურთიერთობებზე

-რო გამოვიარო მიკბენს?
-რავი, ძაღლია რა !

1

შენი დედის თვალი მოვ*ყან!

მიმართვა მსაჯისადმი რომელმაც მოთამაშის უხეშობა ვერ შეამჩნია და ჯარიმა არ დანიშნა

- რა პენალი არ დადო!
- ამის დედის თვალი მოვ*ან

0

სლუვაინად

სლუჩაინად არის ქართული შემთხვევით მავრამ ამ სიტყვას თუ გამოიყრნებ ვიზმეზე მაგარი იქნები

ვოი შენ პატრონს