0

ინტეგრება

ინტელექტუალური გინება(დედას მოვუ**ნავსის ანალოგი).იხმარება ვიწრო მათემატიკურ წრეებში.

-რაღაც ძაან ახურებს ალბერტი. თუ ეგრე გააგრძელა ვაინტეგრებ მაგ ახვარს.

0

მეგობრობამ გაიმარჯვა

წაგებული შვილის მშობელი ან ისეთი მშობელი რომელსაც ძალიან ეჩქარება. ხშირ შემთხვევაში ხმარობენ ის მოთამაშეებიც, რომლებსაც ანგარიში დაავიწყდათ.

-ქიში და შამა...
-წამოდი დემიკო, მეგობრობამ გაიმარჯვა.

0

ჩიხოტკა

ექსტრა გამხდარ-გამხმარი ტიპი. სიტყვა გამოყენებას ჰპოვებს ძირითადად “უბანზე” მდგარ კამანდაში.

-რა ჩიხოტკა ხარ შენ ძმობას ვფიცავარ.

3

მალადეც! ხალადეც!

ეს სიტყვა გამოიყენება ადამიანის შესაქებად, როდესაც ის რაღაც ძალიან კარგს ჩაიდენს,თუმცა თავის მხრივ წარმოადგენს რითმის უკავშირო ნაზავს.

- გუშინ 25 მეტრი გავცურე 14 წამში.
-ვა,ვა , მალადეც! ხალადეც!

0

მაპზე უკეთესი

გამოგონილი ობიექტი, რომელსაც ჩრდილო-ატლანტიკურ ალეანსში გაწევრიანებისადმი მიდრეკილი ქვეყნების მთავრობის წევრები იყენებენ ადგილობრივი მოსახლეობის დროებით დასამშვიდებლად.

-...და რა მოგვცა ბრიუსელის სამიტმა?
-რა მოგვცა?! რა მოგვცა და მაპზე უკეთესი.

0

ე დეინახე

ეს სიტყვა სათავეს იღებს იმერეთიდან, კერძოდ ზესტაფონიდან. გამოიყენება გაბრაზების, გაკვირვების და სხვადასხვა ემოციების გამოსახატად.

ფილმში კოცნაობის მომენტის დროს
-ე დეინახე

0

მოუწე

ძირითადად გამოიყენება ჭამის დროს, რაც მიშნავს მოასუფთავე-ს

-ვეღარ ვჭამ...
-მოუწე ნამცეცი არ დარჩეს იცოდე

0

ვარაგარადუ

სიტყვა რომელიც ამოგლეჯილია სიმღერიდან, ითარგმნება როგორც ,,what i got to do '' მაგრამ თავად მომღერალთა ჯგუფიც ვარაგარადუს გამოთქვავს

-ვარაგარადუუ თუ მეიქი ლავ მი
-უ უუ

0

მომხოდა

სიტუაციის შესაბამის განწყობაზე მომიყვანა, ძირითადად გამოიყენება ე,წ "უხასიათობისას" მომხდარი რაიმე ქმედების შემდგომ კარგ ხასიათზე "დადგომისას",

ანას მოსვლამ მომხოდა, გარეთ გამოსვლამ მომხოდა,გაშკამ მომხოდა, გესამ მომხოდა, ბორისამ მაგრად მომხოდა.მამაომ მომხოდა...