0

შენ თვალში რა კაცი?

90-იანი წლების გარჩევის ერთ-ერთი მოწინავე კითხვა. დაცულია როგორც ეროვნული ხიპიშის საგანძური. გამოიყენებოდა ერთი პირის მეორესადმი დამოკიდებულების გამოსახატად.

-შენს თვალში რა კაცია!
-ჩემს თვალში ბ**ია!
( და იწყებოდა ძლევაი საკვირველი)

0

ოქროს ხელები გაქვს

ყველაფერს იდეალურად აკეთებ

მარტოსული დიასახლისი რომელსაც სხვა გზა არ აქვს, რადგან ქმარი მოვა და გაიყლისძირებს თუ რამე არ მოეწონა

0

დვაციტ პიატ ჩორნი დევი

ძველმოდური, მაგრამ უკვდავი სიტყვათ შეთანხმება, რომლის გადათარგმნასაც სთხოვენ იმ ადამიანს ვისი დაცინვაც სურთ. უმეტეს შემთხვევაში გავრცელებულია დაწყებითი კლასების მოსწავლეების ურთიერთდაცინვისას ან მოსწავლისა და მასწავლებლის დიალოგში.

*შეკითხვა რუსულის მასწავლებელს*
- მას! მას! დვაციტ პიატ ჩორნი დევი ქართულად როგორაა?
- ოცდახუთი შავი დევი
*განდონა ბავშვები იჯვავენ სიცილით*

0

ენაზე გცივა ?

ტიპიური 80 წლის ბიძერი კაცის შუტკა, როდესაც მის წრეში მყოფი პირი ( შეიძლება იყოს ძმაკაცი) გაუჩერებლივ ეწევა

-ერთი ღერი მომე რა
-რა იყო შეჩემის 18 - იანო ენაზე გცივა ?

0

ლიჟბი სადმე მოვხვდე

მოცემულ ფრაზას ძირითადად მოისმენთ აბიტურიენტისგან, რომელიც სწავლისკენ არასოდეს იყო მიდრეკილი. ფრაზა აღნიშნავს რომ მას ეროვნული გამოცდების შემდეგ უნდა, რომ მოხვდეს უნივერსიტეტში, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა სად, რადგან მის ინტერესებში არა განათლების მიღება, არამედ "მუტლების მოხსნა"(იხილეთ მუტლების მოხსნა) და "ფულიანი მეგობრების"(იხილეთ ფულიანი მეგობრები) გაჩენაა.

-სად აბარებ ძმა?
-რავი ლიჟბი სადმე მოვხვდე და ყლეზე არ მკიდია?!

0

ტრასაზე რამდენს ადებინებ ძმა ?

სუპერქარებზე მასტურბაციით დაკავებული კამანდა.
ბეენვე ჯობია თუ მერსედესი :დდ
და ეგეთი ,, მაზგაიობური" უსარგებლო დებატები

ჩემი ფიტით ბათუმში ჩავედი 30 ლიტრი რომპეტროლის პრემიუმით დაჟე რო ჩამოვედი აქაც ვიარე ტო ...
ნანუნას გეფიცები.
მიდი რა ჩაადგი ბოშყო. ჩემძმობასგაფიცებ !
ნახე ნახე რა ხმააქ....
სანდრიიიკ!!!

0

შევიკრიბოთ ერთხელ

ძველი ნაცნობის/მეგობრის/ძმაკაცის მიმართ ნათქვამი ტკბილი სიტყვები, რომელიც გამოხატავს ისეთ შეთავაზებას, რაც ორივემ იცით, რომ არ შედგება

- სხვა რას შვები?
- ბიჭო, რავიი რაა, შევიკრიბოთ ერთხელ და ვიბაზროთ

0

დღეს ვაკოტრებთ

აზარტული თამაშების მონა ძმაკაცი რომელიც ეგრეთწოდებულ ზამასკაშია და იმედი აქვს რომ ოდესმე კაზინოს გააკოტრებს

- მიდი შეჩემა გააკოტრე
- აბა რაა ტოო

0

რომ დაბნელდება ძროხაც ხვდება სახლში მოსვლას

მოზარდის მიერ სახლში დაგვიანებაზე წამოსული გაბრაზება მშობლების მხრიდან, უმეტესად მამის(საბჭოთა კავშირს მოსწრებული), რაც გულისხმობს იმას, რომ დროზე უნდა მიხვიდე სახლში

-სად ხარ კი მაგრამ ამდენი ხანი?
-მეგობრებთან ერთად შემოვრჩი რა
-შემორჩი კი არა რომ დაბნელდება ძროხაც ხვდება სახლში მისვლას