0

ღადაობბ ... პიზდეცც !!!

გამოთქმა იხმარება როცა ძმაკაცი ისტორიას გიყვება და უკვე ძალიან დიდი ხანია ხმა არამოგიღია.. მას კი უკვე ეჭვი ეპარება რო უსმენ

-ხოდა ეგრევე მოვტრიალდით და გავგაზეთ რაა ...
-ღადაობბ... პიდეცც!!

0

ტანკი გაივლის

არასწორად დაპარკინგებული მანქანის გასამართლებელი ფრაზა, რომელსაც იყენებენ ნაბოზარი მძღოლები

მიაყენე კაცო იმხელა მანძილია ტანკი გაივლის

0

ორი ტრაილერი ჩაეტევა

ფრაზა აღწერს ადგილს ორ მანქანას შორის სადაც დამწყები მძღოლი აპირებს ავტომობილის დაპარკინგებას და ამბობს რომ საკმარისი ადგილი არაა,
ამ დროს გამოცდილი თანმხლები (მამა/ბიძა/მამის ძმაკაცი...) სწრაფადვე აცნობიერებს შექმნილ გარემოებას და ამშვიდებს ობიექტს შემდეგი ფრაზით.

-აი აქ გააჩერე
-ადგილი არაა,ვერ ჩავეტევი...
-რას ვერ ჩაეტევი იმხელა ადგილია ორი ტრაილერი ჩაეტევა.

0

აბა ერთი გამიგორე

ძირითადად ეს სიტყვა გამოიყენება დიდი ადამიანების მიერ, პატარა ბავშვების მიმართ, რომლებიც ბურთით თამაშობენ, ჩვეულებრივ ამას მოყვება რამდენიმე ფინტის უშედეგო მცდელობა და ნოსტალგიური ამბები თავის ფეხბურთელობის პერიოდზე

-აბა გააგორე
-ოპა,ოპა, ეჰჰ რამაგრად ვაკეთებდი ამ ფინტებს ბავშვობაში

0

გასაქცევი ვარ

სიტყვათა მყარი შეთანხმება, რომელიც გამოხატავს დიალოგის დასრულების მზაობას, რაც თანამოსაუბრეს აგრძნობინებს რომ მასთან საუბარი ნაკლებად საინტერესოა

-სხვა?
-რავი არაფერი...
-კაი ძმა გასაქცევი ვარ
-კაი მაგრად

0

5 წუთი და ამოვალ

როცა დედა გირეკავს და გინდა ადვილად მოიცილო თავიდან, მაგრამ მაინც 1 საათით რომ რჩები

5 წუთი და ამოვალ დეე