0

დედის ალერსი ქოუბი

ქართულ ინტერნეტ სივრცეში დამკვიდრებული ქოუბების სახეობა, რომელიც საზოგადოებას ძალიან მოსწონს.

-უყურე?
-კი, იმენა დედის ალერსი იყო.

0

ისპალნიწელი

ადამიანი რომელსაც შეგიძლია დაავალო ის რისი ტრაკიც შენ არ გაქ

-ბიჭო მაგარ ცუდ პონტში ვარ მაწვებიან ფულზე
-გელას გამოგაყოლებ მაგარი ისპალნიწელია

0

მძრეველა

ეს სიტყვა გამოიხატება ისეთი ვაჟიშვილი ბიჭების დასახასიათებლად, რომლებსაც სახე მუდამ გადაფარული აქვთ პრიშიკებით. ეს კატეგორია ასევე ხასიათდება დაბნეული ლაპარაკის მანერითა და ნებისმიერი მდედრობითი სქესის მიმართ სქესობრივი ლტოლვით. ასეთ ადამიანებს ბევრი მეგობარი არ ჰყავთ და დღეღამის უმეტეს ნაწილს ატარებენ პო"ლ"ნოების ყურებაში.

- აუუ, ეს შოთა ვინაა, კაი ტიპია?
- აუუ, არააა.. მაგარი მძრეველაა..

0

მერე მე და შენ ტოლები ვართ ?

უფროსების მეთოდი, როდესაც არასწორი საქციელის დროს ცდილობენ ბავშვებთან თავი იმართლონ

- დედა, შენ არ მეუბნები ტყუილის თქმა არ შეიძლებაო ?
- მერე მე და შენ ტოლები ვართ ?

0

ერთ სვლაში იგებ

ფრაზა პოპულარულია ჭადრაკის თამაშის დროს.ძირითადად მოისმენთ მაყურებელი პირისგან.

ის სვლა თუ გააკეთე,ერთ სვლაში იგებ

0

ტყუილის გარდა ყველაფერს გაპატიებ

განაწყენებული მშობლის მიერ წარმოთქმული წინადადება,რომელმაც ტყუილზე დაგიჭირა და ბრაზობს თქვენს სითავხედეზე...

-ტყუილის გარდა ყველაფერს გაპატიებ
-არ გატყუებ დედააააა...

0

თუ მოიგებ მოგებული იქნება,თუ წააგებ წაგებული იქნება

ეს დამამშვიდებელი ფრაზა გამოიყენება ძველი თაობის ხალხის მიერ (ბებია;ბაბუა). ამ ფრაზით ისინი ცდილობენ დაგაწყნარონ თამაშის თუ შეჯიბრის წინ რომელზედაც შენ ძალიან ნერვიულობ და მოგება გწყურია.მათი აზრით არაფერია ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი და თუ მოიგებ მოგებული იქნება, თუ წააგებ წაგებული. ეს ფრაზა თავის მიზანს მაინც ვერ აღწევს,ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენს ადრესატზე,ვერ ამშვიდებს მას.

-ბებო!;ბაბუ! ხვალ თამაში მაქვს უნდა მოვიგო, ხო მოვიგებ?
-არ ინერვიულო შენ გენაცვალე თუ მოიგებ მოგებული იქნება და თუ წააგებ წაგებული.