1

იდი ნახვი

ძირითადად თავაზიანი უარის გამოსახატად გამოიყენება თუმცა ნელ-ნელა იძენს კეთილის სურვების დატვირთვასაც. საქართველოში გამოთქმა პირველად 1801 წელს გაჩნდა, როდესაც ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შედეგად განაწყენებულ თავდებს რუსებმა, სწორედ ეს განუცხადეს მათ მოთხოვნაზე %ლიფონა რაღა იყო და პრინცი გამაიყვანეთ მეფედ უნდა ვაკურთხოთო

მოდის ტიპი და გეუბნება. 50 ლარი მასესხე რა ძმობაში. თქვენ პასუხოთ იდი ნახვი შეჩემა ჩემთვის არა მაქ რა

0

ბალი იყოს და მთელი დღე იტრიალოს.

გასამხნევებლად მაშინ როდესაც სლოტ კლუბში აპარატებით თამაშის დროს ბონუსში ბალი ამოვა და გვერდზე მჯდომი რომელმაც უკვე წააგო და გგულშემატკივრობს იმ მოტივით რომ მოგების შემთხვევაში ფული აჩუქო.

.

0

მტ#$ვნელმა უყიდა

გამოიყენება "სემიჩკის" ფულზე ჩალიჩისას როდესაც გოგო კარგი მანქანით ჩაივლის

- მტყვნელმა უყიდა უეჭველი თორე ამას საიდან?

0

ნაბახუსევი

დალევის მეორე დღე.თავის ტკივილი, გულის რევა, სიმშრალე, მძღნერის გემო პირში, სურვილი (და შესაძლებლობაც) დალიო რამდენიმე ლიტრი წყალი (აბსოლუტურად უშედეგოდ) და რა თქმა უნდა, სირცხვილის გრძნობა (მიუხედავად ამ უკანასკნელის მიზეზის არსებობისა).

განგრეულ პახმელიაზე ვარ და ხაში გააქვთ?

0

მალე გაახმოვანეეთ

ამ ფრაზას მაშინ იყენებენ როდესაც ფილმი/სერიალი ახალი გამოსულია და ყველას უნდა რომ ქართულად უყურონ

- აუ ამ ფილმს როდის გაახმოვანეეებ?
- მალე გაახმოვანეთრა ბლიად უკვე 2 თვეა ველოდები
-მალე გაახმოვანეეეთ

0

საძმაკაცო

ადამიანთა გაერთიანება,რომელთა ურთიერთობასაც სათავე საერთო ტრუსიკის არსებობამ დაუდო

ტრუსიკის ძმაკაცები ვართ სიმონ

0

"მიმიშვი მე ჩავრთავ მაგარს"

ძირითადად ამბობენ დაბადებისდღეებზე,როცა თვლიან,რომ ადამიანი,რომელიც მთელი საღამო შენს განწყობაზე ზრუნავს თურმე მასზე უკეთ იცი რა უფრო "გაუსწორდება" სხვას ან შენ. თუმცა "მარჯანჯას" და "ბადაბუმ"-ის გარდა არაფერი მოსდევს წინ. თუ შენ არ გაგდებენ დიჯეის აპარატურიდან გთხოვენ რაიმე ბაბულიკურის ჩართვას.

"მიმიშვი მე ჩავრთავ მაგარს" "აუ მოიცა მაგარი ტრეკი ვიცი მიმიშვი,მიმიშვი" "მიდი შენ გაერთე ახლა და მე შევუშვებ ჯიგრულებს" "რუსულები გაუშვი გაგვისწორდება"

0

ჯერ სხვა იპოვე და მერე წამოდი

უტოპიური მოქმედება, რომელსაც მეგობრები და ახლობლები რჩევის სახით აძლევენ ადამიანს, რომელსაც სურს მომაბეზრებელი, დამღლელი სამსახურიდან წამოსვლა

სამსახურიდან თუ გინდა წამოსვლა ჯერ სხვა იპოვე და მერე წამოდი