0

ვაჟიშა

ახალგაზრდა მამრი, რომელმაც ჯერ ვერ გამონახა 40 ლარი რათა ჩინელებში წავიდეს.

ვაჟიშ ქეთა მაინც დაკერე ნუ ციკლოპაა მარა არაფერს ხო სჯობს...

0

დეზლი

თესლის უცნაური ნაირსახეობა. შესაძლებელია ერთი პერიოდი ლემურებზე მიმების დროს "თეს" "დეზ"-ით გადაკეთდა და შემორჩა ჩვენს გონიერებაში

რა დეზლი მაიკაა.

0

ენა გამოყავი წავიკითხავ

ფრაზა ძირითადად იხმარება დაბნეული ადამიანის მიმართულებით, რომელიც რაღაცის თქმას ლამობს და ეს ყოველივე უჭირს. კითხვის მიზანია გააგებინოს ობიექტს სუბიექტის დაღლის შესახებ

ჯობია ენა გამოყო და წავიკითხავ

0

ტყემალზე ხარ და ბალს ჭამ

ფრაზა იხმარება ადამიანის მიმართ, რომელიც რაიმე ქმედებას სიტუაციისა და გარემოებების შეუსაბამოდ აკეთებს სუბიექტის აზრით

ტყემალზე ხარ და ბალს ჭამ

0

გამოხოხებული მამამისია

აღნიშნავს ასაკით პატარა ადამიანის ძალზე დიდ მსაგვსებას თავის მამასთან. მთქმელი ხშირ შემთხვევაში ზემოთ ხსენებული მამის ახლო მეგობარი ეგრედწოდებული ძმაკაცია

შეხედე ამ მამამიფსმულს გამოხოხებული მამასია

0

ერთი მაგის ტვინში ჩამახედა

ფრაზა გამოხატავს აღშფოთებას ეგრედწოდებული დედაკაცის მხრიდან მასზე ახალგაზრდა გოგონას მიმართულებით, რომლის საქციელი ზემოთხსენებული მანდილოსნისათვის მიუღებელი და არაადეკვატურია. ძირითადად ფრაზა იხმარება, როდესაც გოგონას დედაკაცის აზრით მასთან შეუფერებელ ბიჭთან ერთად შეამჩნევენ ხოლმე.

დადის დატრიშინობს აქეთ იქით, ერთი მაგის ტვინში ჩამახედა რა

0

გაგვატარეთ

სიტყვა, რომელსაც იყენებენ ნერვოზის მქონე ადამიანები რომელიც ცდილობენ რიგის ან რაიმე მსგავსი შემთხვევის დროს წინ დაწინაურდნენ და ამისთვის 'თ' ბოლოსართს იყენებენ, ნიშნად იმისა, რომ ბევრნი არიან , რადგან ჰგონია რომ მხოლოდ ერთ ადამიანს არავინ გაატარებს ხოლო რამოდენიმეს კი დაუთმობენ გზას

გაგვატარე- თ რაა,, ჩავდივარ- თ,,,
გაგვატარე- თ ბავშვები-თ ვარ-თ
და ა,შ,

0

პადერშკა

რუსულიდან დამკვიდრებული და გავრცელებული სიტყვა, ხშირად გამოიყენება საუბრისას როდესაც მეგობარს ან ვინმეს ეხმარები, ან ვინმეს ახსენებ შენ ,,გავლენას''

-..........
- შენ რო ჩემ გვერდით ყოფილიყავი ჩემი პადერშკა გექნებოდა

0

ჩალაღლაღება

გამოიყენება დამაჯერებელი გამარჯვების აღსანიშნად. არსებობს კიდევ უფრო მკვეთრი ვერსია "გადალაღლაღება"

მაგ.: ნახე ლივერპულმა პორტუს 5-0 როგორ ჩაულაღლაღა?