0

მოვწონვარ პროსტა მორცხვობს

ფრაზა რომლითაც აპრავებენ ქრაშის მხრიდან მაქსიმალურ იგნორს.

-ბიჭო შენ რო გევასება ის გოგო არაა..?რატო არ მოგესალმა?
-მაგრად მოვწონვარ პროსტა მორცხვობს..

0

მოკლე გზა ვიცი

ფრაზა რომელსაც ლაშქრობის დროს აუცილებლად მოისმენთ, რაც პირდაპირ იმის მიმანიშნებელია, რომ ჯგუფი ან დაიკარგება ან აუცილებლად ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრამვებით დაბრუნდება უკან.

-მოკლე გზა ვიცი..
-მაგ მოკლეგზით ერთხელ ავედი და იმის მერე ვარ კოჭლი..

0

გვიქეიფია

სიტყვა აღნიშნავს ადამიანის ეკონომიკურ მდგომარეობას..

-ფული რამდენი გაქ?
-1.20
-ვააა გვიქეიფია

0

ყვითელი ავტობუსი

ქართული ნაციონალური ტრანსპორტი, რომელსაც გააჩნია უნიკალური თვისება დაიტიოს ნებისმიერი რაოდნობის მგზავრი და გაუძლოს ნებისმიერი სირთულის დატვირთვას.

მერე რა რო სავსეა გადაიწიეთ კაცო ერთი ხუთი კაცი კიდე ამოეტევა

0

წყალს გისხამდნენ?

ფრაზა მიმართულია უკიდეგანოდ მაღალი პიროვნებისაკენ, რომელიც ფაქტიურად ტროპოსფეროში ცხოვრობს და მოღვაწეობს..

რამხელა გაზრდილხარ რაიყო წყალს გისხამდნენ?

0

ბუმი

საქართველოში წარმოებული იაფფსიანი ენერგეტიკული სასმელი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში ყველასთვის სასურველი ნაპარნიკია.

..ბუმები დავითრიოთ და სადმე მოვსხდეთ..

0

პროჭნიკაპა

ეწოდება ადამიანების გარკვეულ ნაწილს რომლებსაც ორი პროჭი აქვთ.. ამ ორიდან ერთ-ერთი წარმოდგენილია ნიკაპის მიდამოებში კანის შეჭყლეტილი ნაწილის სახით.

-ზედმეტსახელი გაქვთ?
-დიახ, ნიკაპი პროჭს მიგავს ამიტომ პროჭნიკაპას მეძახიან..

0

მეზობლის ბავშვი

ადამიანი რომელიც მუდმივად გარიყულია საერთო ინტერესების მქონდე სასტავიდან, მაგრამ მაინც სასტავის წევრად ითვლება..

მაგარი სასტავია მარა ის ერთი სუ მეზობლის ბავშვივითაა.