0

რავი

სიტყვა რომელიც გამოიყენება ნებისმიერ კონტექსტში, ნებისმიერ სიტუაციაში და ყველანაირ თემაზე საუბრისას.

-როგორხარ?
-რავი შენ?
-მოგეწონა?
-რავი..

0

ჩანჩქერის სიმღერა

სიტყვათა ეს საოცარი კომბინაცია ღებინების მხატვრულად გადმოცემული სინონიმია.

-გუშინ ბევრი დალიე?
-ძალიან.. მთელი ღამე ჩანჩქერის სიმღერას ვმღეროდი

0

ენაზე გცივა?

ფრაზა მიმართულია პარაოზულ მდგომარეობაში მყოფი მწევლისკენ, რომელიც ღერს ღერზე გადაბმულად ეწევა.

რამდენს ეწევი რაიყო ენაზე გცივა?

0

ბესეტკა

ქართული უბნის ბომონდის დასაბირჟავებელი, წყვილების საზასაო და მოსაწევის დასამალი ადგილი, რომელიც ნებისმიერ სეზონზე ყველასთვის მიმზიდველია.

-ბესეტკის სახურავშია დამალული ის მოსაწევი მიდით და მოვალ მალე.

0

ულვაშმოტყნული

ეწოდება ადამიანს რომელსაც ყოვლად შეუცნობადი, არაადეკვატურად წაზრდილ-წამოზრდილი და ცალკე პიროვნებად ჩამოყალიბებული წვერ-ულვაში აქვს.

წვერი გაიპარსე შე ულვაშმოტყნულო რანაირადგაქვს

0

ნინიას ბაღი

ადგილი რომელიც მხოლოდ ლეგენდებში არსებობს და იმ ადამიანებისთვისაა ვისაც ცხოვრებაში არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ..

რამე გააკეთე შვილო ნინიას ბაღი კიარაა ეს ცხოვრება..

0

უშაბათო კვირა

დღე რომელიც არასდროს დადგება. ძირითადად ამ დღეს გეგმავენ ისეთ საქმეებს რომლებსაც გაკეთება არ უწერიათ.

-როდის გამოივლი ჩემკენ?
-უშაბათო კვირაში