0

ნაპოლეონიც დაბალი იყო

დაბალი ადამიანების თავდაცვითი არგუმენტი, რომლებსაც სიდაბლეზე ეხუმრებიან. ძირითადად იყენებენ დაბალი კაცები, თუმცა არსებობს შემთხვევები ,როდესაც ქალებსაც გამოუყენებიათ აღნიშნული ფრაზა.

- ზურა შენ ისეთი დაბალი ხარ, ხალხში რომ დადიხარ მეშინია ვინმემ მიწაზე ფეხით არ დაგასრისოს
- ნაპოლეონიც დაბალი იყო, მაგრამ უამრავი ქვეყანა თავად გადასრისა

0

სტალინი წამოაყენა ფეხზე ახლა

აღნიშნულ ფრაზას ხმარობენ საბჭოთა კავშირში აღზრდილი ადამიანები, რომლებიც სტალინის სიყვარულით გაიზარდნენ. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ დღევანდელ არეულობებს აუცილებლად მოაგვარებს სტალინი, თუ კი ის კვლავ გაცოცხლდება.

- ბექუშ გაიგე გუშინ ბანკი, რომ გაუძარცვავთ?
- კი ბრატ მთელი ბანკი გაუტანიათ
- ეუფ სტალინი წამოაყენა ფეხზე ახლა, ასწავლიდა ჭკუას ამათ.