0

გაგინარჭყავ მაგ ბიდონივით თავს

ფრაზა ეკუთვნის მასწავლებელს და გამოიყენება შედარებით დიდი თავის მქონე მოუსვენარი, ცელქი მოსწავლის მიმართ, მისი გალახვის სურვილის გამოსახატად.

დევდარიანი, დაეგდე თორემ გაგინარჭყავ მაგ ბიდონივით თავს!

0

რას მიმარბენინებ გადასაქცევი გარშოკივით

ფრაზა გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც სადღაც მიდიხარ, არ გეჩქარება და საკმარისზე მეტი დრო გაქვს დანიშნულების ადგილზე მისასვლელად. თუმცა, მძღოლი მანქანას დაშვებულზე მაღალი სიჩქარით ატარებს და სახიფათო მანევრებს არ ერიდება.

-ნიკა, ჯერ დიდი დრო გვაქვს, ნელა წადი.
-გამაგებინე რას მიგვარბენინებ გადასაქცევი გარშოკივით?!