ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

კონტრა

იმ შემთხვევაში, თუ თავდაპირველი გამარჯვების შემდეგ მოთამაშე რასხოდს წააგებს, ინიციატივით გამოდის და ითხოვს კონტრას - ერთგვარი რასხოდის გარასხოდება, რომელიც სამი თამაშის შედეგად გამოავლენს გამარჯვებულს.

-დავაი კონტრა გავუშვათ.

0

ძღნერსა სჭამ, ფაფა გგონოა.

როდესაც სუბიექტი სჩადის ქმედებას, რომელიც მისი სუბიექტური აზრით გამართლებულია თუმცა მეორე სუბიექტის სუბიექტური აზრით ეს ქმედება არ არის გამართლებული და ამ ფრაზით მიუთითებს აღნიშნული ქმედების არასწორობაზე.

-მარშუტკა გამოივლის და შევახტებით.
-დაიცა რა, რა მარშუტკა. ტაქსი დავითრიოთ.
-ძღნერსა სჭამ, ფაფა გგონია

-პირველში ბ შემოხაზე?
-არა გ შემოვხაზე.
-ძღნერსა სჭამ ფაფა გგონია.

-ისადილე და ისე წადი.
-არა იყოს, ქუჩაში შევჭამ რამეს.
-ძღნერსა სჭამ, ფაფა გგონია.

-ქუდი დაიხურე, ცივა გარეთ.
-არ ცივა, მზეა.
-ძღნერსა სჭამ ფაფა გგონია...

-უეჭველი კუში ამოვაგდე, ეგრევე მანჩესტერის ორიანი ვხიე.
-ძღნერსა სჭამ ფაფა გგონია.

0

დუმილი

კითხვაზე პასუხის გაცემის არავერბალური ფორმა. მომენტი, როდესაც თვალები ამბობს ყველაფერს, და სიტყვები უბრალოდ ზედმეტია. ძირითადად შემოიფარგლება მიმიკებით. ასევე გვხვდება შემთხვევები, როდესაც დუმილს თან ახლავს ისეთი ჟესტიკულაციები, როგორებიცაა გაშლილი ხელის მეორე, მუშტად შეკრულ ხელზე ტყაპუნი; მუშტად შეკრული და იდაყვში მოხრილი ხელის ჰორიზონტალურად წინ და უკან მოძრაობა, შუა თითის აწევა, ცერა თითის საჩვენებელ და შუა თითებს შორის ამჩრა, ცერა და საჩვენებელი თითების შეერთება და დანარჩენი თითების გაშლა და ა.შ.

-უნდა ფინანსდებოდეს თუ არა ეკლესია სახელმწიფოსგან?
-რათქმაუნდა.
-რატომ?
- .....

0

რასხოდი/გარასხოდება

როდესაც მაზიანზე თამაშში დამარცხების შემდეგ, დამარცხებული ინიციატივით გამოდის და ითხოვს ხელმეორედ თამაშს, საკუთარი ღირსების დასაცავად და წაგებულის ჩაბარებისგან თავის ასარიდებლად. როგორც წესი, იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე თავდაპირველი დამარცხების შემდეგ, რასხოდსაც წააგებს, ვალდებულია წაგებული გააორმაგოს.

-მოდი ფუტბოლი მოვცხოთ მაზიანზე.
-რასხოდებს ვაართ?

-რასხოოოდ!-(გარასხოდების შემთხვევაში).

0

კონტრის რასხოდი

კონტრის წაგების შემდეგ, შელახული ღირსების დაცვისა და წაგებულის ჩაბარებისგან თავის არიდების მცდელობის უკიდურესი ფორმა. ძირითადად, აღნიშნულ ხერხს მოთამაშე მიმართავს მაშინ, როდესაც წაგებული თავანების ჩაბარებას ვეღარ აუდის.

-კონტრის რასხოდს ვითხოვ!
-რა კონტრის რასხოდი, შენ შ*%§ ხო არ გაქ?!

0

ამ ჩემ ყლეს

რაიმეს მიმართ უინტერესობის გამოხატვა. როდესაც პიროვნება შეიტყობს მოვლენის შესახებ, რომელსაც მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

(სიტუაცია ჩერნობილში)
-დედა,დედა ნახე მესამე ხელი ამომივიდა
-ამ ჩემ ყლეეს

0

აყლისთავება

"ესე არს მუშტის შემოკვრით ყირამალა გარდასვლა; ანუ ფეხისააცურებით ზურგზედ დაცემა; გარნა აყლისთავებას უეცარი, გინა უცხო შეგრძნებებისაგან თავბრუ დახვუევაზეც იტყუიან."_საბა

-იმ დღეს სადარბაზოდან გამოვედი, თურმე მეზობელს მასტიკა მოუსვია, ავყლისთავდი, იმის დედავატირე

0

ნოლზე ვზივარ

მომენტი როცა ძმაკაცი ოცი თეთრის დამატებას გთხოვს სიგარეტის საყიდლად, მაგრამ შენ მაგ ოცი თეთრით ჩუპაჩუპსის ყიდვა გინდა და ცდილობ დაარწუმო რომ ფული არ გაქვს. ან შეიძლება მართლა არ გაქვს.

-შეჩემა ოცი თეთრი არ გაქ?
-არა ძმაო, ნოლზე ვზივარ.

1

პაშოლ დვა ხუი/ტრი ხუი

თავდაცვითი, საპასუხო ფრაზა, როდესაც პირველი მოსაუბრე, მეორე მოსაუბრეს მიუთითებს ხუისკენ მიმავალ გზაზე. უკიდურეს შემთხვევაში თავდაცვას ის მოსაუბრე იყენებს, რომელმაც პირველმა მიუთითა ხუისკენ. ხშირად პაექრობა აქ მთავრდება, რადგან მოსაუბრეებმა მეტი რუსულად თვლა არ იციან.

-იდი ნახუი
-პაშოლ დვა ხუი
-ტრი ხუი