0

ცხრაპროჭა

არამდგრადი ადამიანი, რომლესაც ახასიათებს ერთი და იმავე მოვლენაზე სხვადასხვა აზრი სხვადასხვა დროს.

- წამო თხლაშოს გავუაროთ, იქნებ წამოვიდეს ჩვენთან ერთად.
- ბიჭო, გუშინ ამბობდა წამოვალო, მაგრამ დღეს რომ დავურეკე უარზე იყო.
- აუუ, ეგ რა ცხრაპროჭაა!

0

ტრაკში შეიტენე!

გამოთქმა ძუნწი ადამიანის მიმართ, როდესაც გარკვეულ ნივთს არ გვათხოვებს, ასე ვთქვათ აჯდება, ძუნწია.

- აუ, რა მაგარი ტელეფონი გაქვს, მათხოვე აბა!
- ვერ გათხოვებ!
- ოხ, ტრაკში შეიტენე!

0

სახლში იციან აქ რომ ხარ?

გამოთქმა გამოიყენება ძლიერი გაკვირვებისას. როდესაც ადამიანი ვერ გვაჯერებს რაიმე არგუმენტს, თუნდაც ამბობს, ან ითხოვს ისეთ რამეს, რაც წარმოუდგენლად მიგვაჩნია.

- რა ღირს პომიდორი?
- 3 კილო ლარი.
- 5 კილოს მომცემ ლარად?
- სახლში იციან აქ რომ ხარ?

0

ტრაკში "პაჟრის" ქონა.

მოუსვენარი ადამიანი, ის ვინც ვერ ისვენებს ერთ ადგილას, სულ ცქმუტავს, აწუხებს სხვებს. თითქოს სხეულის შიგნით იწვება, ხანძარი("პაჟარი") აქვს.

- დაწყნარდი ბიჭო, მოისვენე! რა იყო, ტრაკში "პაჟარი" გაქვს?

0

ტყვნის გაჩენა

მუქარის გამომხატველი გამოთქმა. ამბობენ მაშინ, როდესაც რაიმე არასასიამოვნო ადგილას აპირებენ წასვლას, მაგალითად ჩხუბში, ან ვინმეს ტელეფონში საუბრისას ემუქრებიან.

- ეხლა მოვალ მანდ და ტყვნას გაგიჩენ.
- წამოდი ერთი დავერიოთ იმ ახვრებს, ტყვნა გავუჩინოთ.

0

შიგხომსე?

შემოკლებული და შელამაზებული აბრევიატურა გამოთქმისა-“შიგ ხომ არ გაქვს?” გამოიყენება ძირითადად...ნუ, ყველამ ვიცით ეს ფრაზა როდის გამოიყენება.

-ტელეფონი გამიტყდა.
-შიგხომსე, შეჩემა?

0

წიპი

ქალის სასქესო ორგანოს ერთერთი ნაწილი - კლიტორი. ამ სიტყვას ასევე გამოიყენებენ გინებებშიც, მაგალითად, "შენი დედის წიპი მოვტყან" და ა.შ.

- მაგარი წიპი ბიჭი ხარ რა!

0

აი ისა

იგივე პრეზერვატივი, ამ ფრაზას ვხმარობთ აფთიაქში პრეზერვატივის ყიდვისას.

- ის მომეცით.
- რა ის?
- აი ისა(პრეზერვატივი)

0

იდგამს?

ამ კითხვას ვუსვამთ ტიპებს, რომლებსაც სწრაფი მანქანები აქვთ, ანუ ვეკითხევით ხომ სწრაფა დადის მანქანა, გიჟივით.

- ვა რა მაგარი მანქანა გაქვს დსმი, იდგამს?

0

ჩაწერე და ამოაგდებს

ვინმესთან კამათისას, ჩვენი არგუმენტის გასამყარებელი გამოთქმა - ნაგულისხმევია, ინტერნეტში რაიმე საძიებო პორტალის მოშველიება. ძირითადად, Google და Youtube.

- ეე, ძმაო! თუ არ გჯერა, ჩაწერე და ამოაგდებს.