ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

თესლი

გამოიყენება როგორც დადებით, ასევე უარყოფით კონტექსტში. არცერთ მათგანს ამ სიტყვის მნიშვნელობასთან, რაიმე სახის მცენარეულ თესლთან ან სპერმასთან არანაირი კავშირი არ აქვს

შიძლება შეგვხვდეს როგორც კომპლიმენტის სახით "თესლი მანქანა", "თესლი ზმანი" (ანუ ძერსკი) ასევე ცუდი გაგებით: თესლი როჟა (გაიძვერა, ნაძირალა, გნიდა). მიმართვისას "შენ" იკვეცება და გამოიყენება შემდეგნაირად "შე თესლო"

0

რიჟა ბაზარი

იგივე "ტრუხა" ბაზარი, როდესაც ვინმეს საუბარი ან ქცევა შეიცავს არასანდო მოქმედებას, ტყუილს.

მაგალითად როდესაც პიროვნება აფერისტობს და უნდა მომხვდური თავიდან მოიშოროს, ის კი პასუხობს:
"არ გინდა რა რიჟა ბაზარი"

0

იდი ნახუი

არასასურველი პიროვნების თავიდან მოშორება, გაურკვეველი მიმართულებით გაგზავნა

ეხლა უკვე ტვინს ტყნავ, იდი ნახუი რა მართლა და მართლა

0

ატმასკა

იგივე მხარდაჭერა, გვერდში დგომა ძირითადად ხელჩართული ჩხუბის დროს

საქმის გარჩევის დროს ხელის აწევის შემდეგ ერთ-ერთი ნიშანს აძლევს თავის საძმოს ყვირილით "ატმასკა ბიჭებო", ანუ დამეხმარეთო

0

თრახი

ჯგუფური ჩხუბი, სადაც მონაწილეობს ათეულობით (ან შეიძლება ასეულობითაც კი!) პირი. თრახით კავდებიან ძირითადად მამრობითი სქესის ადამიანები

-"აუ გუშინ ისეთი თრახი აიწია, პატრული შორიდან გვიყურებდა".

0

ჟეშტის ბოზი

მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, რომელსაც მიდრეკილება აქვს ძვირადღირებული მანქანის გამო მის მეპატრონისკენ.

აუ ეგ ხო იმენა ჟეშტის ბოზია, იმ დღეს დავინახე ვიღაცას ჩაუხტა ბეემვეში

0

ვაი შენი ტყავის ბრალი

ერთგვარი მუქარა რომელიც გამოიყიენება ძირითადად ოჯახურ სიტუაციაში, უმეტეს შემთხვევაში შვილის მისამართით

-გაკვეთილებს რატო აცდენ? მოიცადე მოვიდე სახლში, ვაი შენი ტყავის ბრალი

0

ეხლა ნახე მაგრა შეყავს

გამოიყენება მუსიკის მოსმენის დროს სხვა ინსტუმენტის შეყვანისას ან გადასვლისას

ეს ვეშია ძაან მაგარი, ეხლა ნახე მაგრა შეყავს

0

ევას პავაროტი

ლოკაცია, რომელიც მდებარეობს "ტრაკში", არასასურველ და მიუვალ ადგილას. ასევე გამოიყენება საკუთარი მდებარეობის გადაცემისას ცინიკური ფორმით

სად ვარ და ევას პავაროტში