0

ბიძერი

საიტი, სადაც გინდება რამე Tesla დაწერო და თან ფიქრობ, რომ ყველაზე მაგარს წერ...
ამ დროს ვიღაცა ისეთს დაწერს როო...

ბიძერი

0

სიძე შე ძველო

მიმართავენ სიძეს ან სასიძოს განსაკუთრებული ჩაღიმებით ან ხელის წამოკვრით, თან ამ დროს სხვებს ფადახედავენ ალმაცერად:)

სიძე შე ძველო

0

ძმის გულო

უთბილესი მიმართვა.
ძმის გულში ალბათ, იგულისხმება ყველაზე საყვარელი ადამიანის ყველაზე მაცოცხლებელი და მისტიური ორგანო- გული.

გენაცვალე ძმის გულო

0

მომიკითხე ყველა

ეუბნებიან ერთმანეთს დამშვიდობებისას და ამით გამოხატავენ პატიისცემას, იხდიან ვალს, მაშინ როცა, რომ შეუბრუნო კითხვა ვინ ყველათქო, ხშირ შემთხვევაში ვერავის იხსენებენ კონკრეტულს

მომიკითხე ყველა

0

ლევანი მამასახლისი

ძმა, საუკეთესო, დასაყრდენი ადამიანი! ვენდობი თვალდახუჭული!
პირველი ადამიანი, ვისი სახელი და გვარიც განიმარტა ამ საიტზე :)

ლევანი მამასახლისი.

0

მესამე იქნება ბიჭი

ასე "ანუგეშებენ" ორი გოგოს "გულგახეთქილ" მამას :)

-ვინ შეგეძინათ?
-გოგო (პასუხობს ბედნიერი მამა) :)
-ნუ გეშინია, მესამე იქნება ბიჭი (ანუგეშებს, დაბნსეული თანამოსაუბრე) :)

0

დაგუგლე

პასუხობენ ადამიანს მაშინ, როცა ის სავამს ისეთ კითხვას რაზეც მეორე პირი ვერ პასუხობს და/ან პირიქით პასუხი იცის , თუმცა ურჩევს დაგუგვლას, რომ თავად არ გაისარჯოს ინფოს გადაცემით.

მაგ კითხვაზე პასუხი დაგუგლე

1

დაეხმარე ბიძერს

სიტყვები, რომლის წაკითხვისას გინდება რანე Tesla დაწერო და თან ფიქრობ, რომ ყველაზე მაგარს წერ...
ამ დროს ვიღაცა ისეთს დაწერს როო...

დაეხმარე ბიძერს