0

არ გიკბენს, გეთამაშება

ძირითადად გამოიყენება ვეფხვის ზომის ძაღლების აგრესიულობის გასასამართლებლად და ხშირად მთავრდება ფატალური შედეგებით

არ გიკბენს,გეთამაშება

0

შუქი ჩამიქვრა და...

არასასურველი გამოცდის ან სემინარის თავის ასარიდებელი სტრატეგია, რომელსაც თან ერთვის ონლაინ სისტემაზე წუწუნი

-ქალბატონო ეთერ, ბოდიში, შუქი ჩამიქვრა და თუ შეგიძლიათ აღმადგენინოთ...

0

,,პაჭიკოს გარმონივით"

აღნიშნული შედარება გამოიყენება რაიმის დაშლა, გაწელვა ან გაჭიმვასთან მიმართებით, ხოლო თავად პაჭიკო არავინ იცის ვინაა და რატომაა მისი გარმონი ასე ცნობილი

რას იჭიმები ბიჭო პაჭიკოს გარმონივით