0

გონკებშია

გარკვეული იდეით შეპყრობილი და ნერვული აშლილობის მიჯნაზე მყოფი ადამიანის გამართლება.

- DAE MOVKVDE ME UPATRONOD MISGAN OXERI!
- ლაშა რა გემართება?
- აცადე გონკებშია

0

გადმოგირეკავ

სატელეფონო საუბრისას ადამიანის თავიდან მოშორების ზრდილობიანი ფორმა.
აღნიშნული სიტყვა გულისხმობს, რომ მოსაუბრე თავს არიდებს საუბარს და არ გამოჩნდება არაუმეტეს განუსაზღვრელი ვადისა.

- შეგიძლია სურათები გადმომიგზავნო?
- ცოტა ხანში გადმოგირეკავ

0

5წუთი

დროის მცირე მონაკვეთი, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს 2-3 საათს.

5წუთში მანდ ვარ