დავდგეთ?
ქართველი მძღოლების საყვარელი სიტყვა , საკუთარი მანქანების დემონსტრაციისთვის და იმის გასარკვევად , ვისი მანქანა უფრო ნავაროჩენნი და სწრაფია
გინდა დავდგეთ ბრატ?
ქართველი მძღოლების საყვარელი სიტყვა , საკუთარი მანქანების დემონსტრაციისთვის და იმის გასარკვევად , ვისი მანქანა უფრო ნავაროჩენნი და სწრაფია
გინდა დავდგეთ ბრატ?
თქვენ შეგიძლიად თქვენი დაიკო უწოდოთ მეგობარს , რომელიც უწინ მოგწონდათ ან სულაც გიყვარდათ მაგრამ იმის გათვალისწინებით , რომ გოგომ დაგაფრენდზონათ იძულებული ხდებით თქვენი დაიკოს გახდეს.
ბიჭო ეგ იმენა ჩემი დაიკოა და ცოტა დასტოინად.
შეძლებული პიროვნება რომელსაც კარგი სახლი აქვს და ახალი მანქანა ყავს. ხშირ შემთხვევაში ჩაქცეულ პიროვნებას აუგად მოიხსენიებენ დაბალი ფენის წარმომადგენლები. პიროვნებას "ჩაქცეულის" იარლიყს აკრავენ უბნის ჭორიკანა ქალები.
-ზვიადის რა კარგი მანქანა ყავს
-რატო არ ეყოლება ჩაქცეულია და
მასწავლებლების მუქარა მოსწავლეების დასაწყნარებლად, რომელიც არ მოქმედებდა იმიტომ,რომ წლის ბოლოს მაინც მოსწავლეები იცინოდნენ.
ხო ხო იცინეთ და წლის ბოლოს მე გავიცინებ
მიმართვა იმ ადამიანისადმი ვისაც გალიფე შარვალი აცვია
რა ჩაჯმულივით დადიხარ
განმარტების სინონიმი , იგივე დეფინიცია , უმეტესად გამოიყენება ე.წ. რაზბორკაზე ან მსგავს შეკრებაზე , სადაც ერთი პიროვნება მეორეს მომართავს , რომ იმ სიტყვების დეფინიცია გააკეთოს რომელიც უწინ გამოყენებული იქნა კითხვის ავტორის მიმართ.
აბა ახსენი ბრატ შენი სიტყვები
მამების საყვარელი ფრაზა მას შემდეგ რა სუფრიდან ნაქეიფარი ბრუნდებიან და შვილის მოფერებას ლამობენ.
-მიდი ქალო ბავშვი გააღვიძე ჩავკოცნო
სიძველის აღმატებითი ფორმა, რომელიც გამოიყენება იმ ნივთზე რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ შევიძინეთ.
-უჰ ეგ რო ვიყიდე კერენსკი იყო ცოცხალი.
ძირითადად ამ წინადადებას იყენებენ ისეთი სტუნდენტები რომელთაც აბიტურიენტობის დროს პირველ ადგილზე ეწერათ თსუ, თუმცა დაბალი ქულების გამო მოხვდნენ მეორე ადგილზე მდებარე ილიაუნიში , შესაბამისად თავის "გაპრავების" მიზნით იძულებულები არიან რო ილიაუნი საუკეთესოდ ჩათვალონ.
ბიჭო თსუ მარტო სახელია დარჩენილი თორე მანდაც მოვხვდებოდი
ეს წინადადება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ჭეშმარიტი და სიტუაციას მორგებული , როდესაც თქვენ თქვენთვის უცნობმა ტიპმა მოგმართათ სიტყვით "ბიჭო", მაგრამ რადგან თქვენ პრინციპული ადამიანი ხართ და ის უცხო ამ შემთხვევაში წარმოიშვება ზემოთხსენებული წინადადების წარმოთქმის მოთხოვნილება
-ფრთხილად გაიარე ბიჭო
-შენი ბიჭო ტყეში დარბის