0

სახლამდე გამწიე ძმურად

ახსნა კიარა მომისმინე ბიჭო , ბენზის ცეცხლის ფასი ადევს , ბლიად ისედაც ჩამქვრალი მანქანით დავდივარ ,ჩემი საქმე და ჩემი გაჭირვება მაქვს.
კეთილი ინებე და გააჯვი ფეხით სახლში .

მოი*ყნა ტვინი

3

ახალი რა ხდება?

ამ ფრაზას ძირითადად გავიგონებთ მაშინ , როდესაც დიდი ხნის უნახავ მეგობარს შევხვდები და სასაუბრო თემა გამოგელევა, უხერხული სიჩუმის გასაფანტად ისმის ეს კითხვა თორე არც ძველი არიცით რახდება და ზოგადად შეიძლება სულ *ლეზე გეკიდოს ეგ ტიპი.

ხოო . ახალი რახდება

4

აღარ გავიზრდები

ლეგენდის თანახმად, თუ თქვენ მეგობრის ფეხებს შორის გაძვრებოდით ისე რომ შემდეგ უკან აღარ გამოძვრებოდი, მაშინ თქვენი ზრდის პროცესი შეწყდებოდა.

-აუ ეხლა აღარ გავიზრდები

0

მოდი ვიშაიროთ

ასე ხდებოდა 90-იანებში ბეთლში გამოწვევა, სადაც ბავშვები ან მოზარდები ერთმანეთს შაირებით ეპაექრებოდნენ. გამარჯვებული იყო ის, ვინ ბოლო იტყოდა შაირს.

-მოდი ვიშაიროთ

1

კომბოსტოს თეორია

იმის თავიდან ასაცილებლად რომ ბავშვს სექსის სცენა აღუწერონ, მშობლები ხშირად ატყუებენ მათ რომ კომბოსტოში იპოვნეს. თუ ბავშვს ამის არ სჯერა არსებობს დამხმარე თეორია ე.წ წეროს თეორია .

-მაა საედან გავჩნდი
-კომბოსტოში გიპოვნეთ
-მატყუებ
-წერომ მოგიყვანა

0

მაგდენს ყურში ვისხავ

მოქეიფე ხალხის დამცინავი ფრაზა სხვა ადამიანის მიმართ რომელიც მასზე ცოტას სვავს.

-გუშინ 2 ლიტრი ღვინო დავლიე
-ეგ რა არი მაგდენს ყურში ვისხამ

1

ცხენი გაჭენდება

სივრცის საზომი ერთეული , ძირითადად დიდი ფართის ამსახველი ფრაზა, ხშირად იყენებენ სახლის და აივნიას სიგრძის დასადგენად.

-უფ იმხელა ადგილია ცხენი გაჭენდება

0

ჩემი სიტყვის არ გჯერა ბრატ?

როდესაც ვინმე ამ ფრაზით მოგმართავთ თქვენ ვალდებული ხართ რომ ამ პიროვნების ნაამბობი დაიჯეროთ , წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის რომ ის მატყუარაა და შეურაწყოფას აყენებთ ,ამას კი მისი გაცხარება მოყვება.

-მოიცა ჩემი სიტყვის არ გჯერა ბრატ?

1

*ლე არ გინდა თუშური, ტაფაზე მოთუშული?

ამ ფრაზით მივმართავთ ძმაკაცს, რომელიც ისეთ რაიმეს გვთხოვს რომ ვაჩუქოთ რაც ჩვენთვის ძალიან საყვარელი და ძვირფასია.

- ყლე არ გინდა თუშური ტაფაზე მოთუშული?

0

ნივიჟუ

იგივე *ლეზე დაკიდება. ძირითადად ადამიანები ამ ჟესტით თავიდან ირიდებენ დიდი ხნის უნახავი მეგობარს ან ნაცნობის ნახვას.

-აუ გიომ ნივიჟუ ჩამირტყა