0

აუ ერთი ჩავარტყათ

ორი-სამი ქართველი ვაჟკაცის დიალოგში დაბადებული გენიალური იდეა, რომელიც ითვალისწინებს 1-2 ბაკალი ლუდის დალევას

-რა ვქნათ ტოო?!
-აუ მოდი ერთი ჩავარტყათ რა, არ გაგისწორდება?

0

პაბეგში ვარ

ქართველი მოზარდის სიტყვების შეხამება, რომლითაც რეპუტაციას იხვეჭს თავის ტოლ ბიჭებთან. მოპიარავს კამერებიანი მაღაზიიდან ორ ცალ 10თეთრიან კევს და 1 კვირა სახლიდან არ გამოდის

-ვაა ნოდარას გაუმარჯოს ამ ზაფხულში რათ გინდა ეგ ქუდი და კაპიშონი
- ჩუმად ბიჭო, ნოდარას ნუ მეძახი ხმამაღლა. პაბეგში ვარ რა ხოხვდები

0

დაზილული გოგო

გოგოს სახეობა რომლის მკერდზეც ყველას თითის ანაბეჟდი ეტყობა

- ვაა ნახე ვინ მიდის ტოო
- აუ ამას ადრე ვზილავდი

0

აბა ბალეტი გეცეკვო?

როდესაც ერთერთი მოთამაშე ფეხბურთის თამაშისას ფეხებში ურტყამს ყველას და როდესაც შენიშვნას მიცემ არის უკმაყოფილო და აქეთ იწელება "აბა რა გინდა ბალეტი გეცეკვოო?"

-ფრთხილად რა ბრატ
-რა არის ტოო, აბა ბალეტს ხო არ გეცეკვები

0

თვალიკაცი

ადამიანი, პირი რომელიც რაიმე ფაქტს, შელაპარაკებას შეესწრო და თითოეული ასპექტი და ეტაპი თანმიმდვერობით სწორად ახსოვს.
მისი დადასტურება სრულიად საკმარისია მტყუანის და მართალის გამოსავლენად

აი ძმაო თვალიკაცია ეს კაცი, აგერ გეტყვის ყველაფერს.

0

აბა დაყაჭე

დაყრის (განაწილების) ინოვაციური მოთხოვნა

-აუ "სემიჩკა" ვის აქ?
-მე
-ვაა, აბა დაყაჭე

0

ხუთმეტი

სიტყვა თხუთმეტის საბჭოური გადმონაშთი, რომელსაც ძირითადად მოხუცები იყენებენ

ოთხს აკლია ხუთმეტი წუთი

0

"ჯერ არ დამიწერია"

ათოსანი მოსწავლე რომელიც მანამ არ გადაგაწერინებს სანამ ყველაფერს არ დაწერს ბოლო წერტილის ჩათვლით. როცა ეკითხები "რამე დაწერე?" და გეუბნება არაო, ამავდროულად ხედავ რომ ფურცელზე ვეღარ ატევს სიტყვებს

ბიჭო პირველი დაწერე?
-ჯერ არა
-აქედან ვხედავ დაწერილია
-ეს არასრულია არ დამიმთავრებია

0

მელიქიფე

სუფრაზე ყველაზე უმცროსი რომელსაც ლუკმა ვერ ჩაუდია ღვინის ჩამოსხმის გადამკიდე

მელიქიფე, იგვიანებ ტოო

0

გასანა

თითქმის ყველა საძმაკაცოში სულ არის ერთი "გასანა". მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ტბა"-ს ერთ-ერთი პერსონაჟის საპატივცემულოდ. ძირითადად გასანები* არიან მსუქანი და გულჩვილი ტიპები

-მერე ამას ვინ გააკეთებს?!
-მიდი რა გასან