developer (71 ქულა)
ათოსანი მოსწავლე რომელიც მანამ არ გადაგაწერინებს სანამ ყველაფერს არ დაწერს ბოლო წერტილის ჩათვლით. როცა ეკითხები "რამე დაწერე?" და გეუბნება არაო, ამავდროულად ხედავ რომ ფურცელზე ვეღარ ატევს სიტყვებს
ბიჭო პირველი დაწერე?
-ჯერ არა
-აქედან ვხედავ დაწერილია
-ეს არასრულია არ დამიმთავრებია
ქართველი 20 თეთრშნიკი რომელიც მაღაზიაში შედის და დაინახავს კამფეტს ან ტკბილეულს, აიღებს და სინჯავს.
-გამყიდველი: რას აკეთებ? ყოველშემოსვლაზე ასე უნდა იქცეოდე?
20თეთრშნიკი: აუ რა მოხდა, ერთი ავიღე.
-გამყიდველი: რას აკეთებ? ყოველშემოსვლაზე ასე უნდა იქცეოდე?
20თეთრშნიკი: აუ რა მოხდა, ერთი ავიღე.
მოთამაშე ვინც თავს იმით იმართლებს რომ დიდი ხანი საფეხბურთო პრაქტიკა არ ჰქონია. იხსენებს ძველ დროს როდესაც მისი თქმით ყველა მოძრავ ობიექტს ატყუებდა სტადიონზე და შეუჩერებლივ დარბოდა. ახლა კი დიდი ხანია არ უთამაშია და მაგიტომ ვერ აკეთებს ნახევარ მეტრში სწორ პასს
-ძველი ფუტბალისტი ვარ
-ვაა შენ კარგად იყომარებ ალბათ, ჩემკენ იქნები (შენ გირჩევ)
-არა ტო ვაბშე ვეღარ ვთამაშობ პრაქტიკა აღარ მაქ 5 წელია არ მითამაშია
7-11 კლასელი რომელსაც ყველანაირი იმედი გადაეწურა რომ მასწავლებელი აპატიებს უცოდინრობას და ბოლო შანს იტოვებს და ამბობს თან ნიშნის მოგებით და უკმაყოფილოდ რომ ცოტა გადამეორება სჭირდება. ამავდროულად ოცნებობს გაკვეთილი მალე გავიდეს, თან სახლში წიგნი არც კი გადაუშლია
არველაძე გამოდი
აუ დღეს არა რა მას
გამოდი ნიშანი არ გყავს სექტემბრიდან მოყოლებული
მოყევი თორე 2იანს ჩაგიწერ
არა ორიანს რატომ მიწერთ, ვიცი, უბრალოდ ცოტა გადამეორება მჭირდება