ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

დაცურებული

ამ ზედსართავით დახასიათებისას გამოიყენება ასევე სამშენებლო მასალები - კრამიტი, შიფერი... ახასიათებენ მესამე პირს, რომელსაც დიდი ალბათობით შიგ აქვს. დაცურებული ან აქვთ, ან არა.

- ტიპს რა დაცურებული აქვს... სულებს ელაპარაკება.

0

დოზანა

ჯანდაბასთან გაიგივებული, ძირითადად ბებიების მიერ გამოყენებული სიტყვა, რომელიც ახასიათებს იმ საგანს/პიროვნებას, რომელზეც ბრაზობენ.

-ჯანდაბა და დოზანა შენ!.. რით ვერ გამოხვედი ტუალეტიდან, ამდენი ხალხი გელოდებით...

0

ნალი მაქვს

"ნალი მაქვს, ცხენი მაკლია" - ს შემოკლებული ვერსია. დამახასიათებელია ისეთებისთვის, ვინც "პრავა" აიღო, მაგრამ მანქანა ჯერ არ ყავს (სავარაუდოდ არც ეყოლებათ).

- ჩავაბარეე... უკვე ნალი მაქვს... ჰმჰმჰმ