ლკკა (818 ქულა)
1) მართლა არ იცის ადამიანმა თუ რა სავალალოა მზეზე გამოყენებისას.
2) სუიციდი სურთ,თუმცა არ უნდათ ზედმეტად თვალსაჩინოდ გამოუვიდეთ.
დილის 9 საათზე , რესპუბლიკურ კლინიკაში, ლეღვის ნახარშის გამოყენების გამო გადაიყვანეს 4 ახალგაზრდა, 989999 ხარისხის დამწვრობით.
ბავშვების გასართობი საშუალება,რომლის სწრაფი განმეორებისას იმ ასაკისთვის უწმაწურ სიტყვას მივიღებთ.
კიტრაკიტრაკიტრაკი.
კიდევ ერთი ტყუილი,რომლითაც მშობლები შვილებს აძალებენ საკვები მიირთვან და ამ ფრაზას თან ურთავენ კოვზის პირთან მიტანას.
აბა მატარებელი მოვიდააა, ჩუქ , ჩუქ , ჩუქ.
გამოყენება ბიძა კაცების მიერ,რათა პატარა გიოს რამის მოსატანად უფრო მეტი მოტივაცია მისცენ.
ვა შენ რა მაგარი ხარ,ნეტა რა გვარი ხარ?!
გამოიყენება იმ ადამიანების მიერ, რომელთაც ბიო ( ნარკოტიკული, მათრობელა საშუალება) გასინჯეს, თუმცა ხშირ შემთხვევაში მაინც აგრძელებენ გამოყენებას .
აუ ,არა ძმაო, ბიოს დედასშ**ეცი
ბებია-ბაბუა თაობის მიერ წარმოთქმული ფრაზა , რომელიც გამოხატავს უკმაყოფილებას ახალგაზრდების ჩაცმულობასა და ქცევაზე.
დედააა, დედააა, სუ გაირყვნა ეს თაობა!
გამოიყენება იმ აბიტურიენტის მიმართ, რომელიც ყველა სიტყვას გისწორებს და თავი პროფესორ-დოქტორად მიაჩნია.
აუუუ, გამომივიდა აკაკი შანიძე.
ამბობენ შელაპარაკებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ სანამ მოწინააღმდეგეს შეხვდებიან და ხშირ შემთხვევაში სიტყვა სიტყვად რჩება, თვალზე კი ფინგალი.
აუ ,შენ ნახე იმას რა ვუქნა .
ძელმოდური მუღამში ჩაჯმაა , როდესაც შენი მეგობარი რაღაცას ისურვებს რაც მეტად არარეალურია,ამ ფრაზით მიმართავ.
გინდა რა, კარაქიანი პური კი არაა
ძირითადად უფრო ცნობილია ქუთაისელი სერგიას დამსახურებით,თუმცა თავის მხრივ ნიშნავს გარეწარ, უპატიოსნო, უნამუსო,უგულო ადამიანს.
-აგი რო ბუთხუზას არ მიცემს რა უნდა უთხრა?!
-ფუ ეგ ბაჩონკა!