0

ქართველობას გვართმევენ!

გამოიყენება იმ ხალხის მიმართ,რომლებიც,რაღაც სახით,იქნება ეს ჩაცმულობა,სხვისი ერის პატივისცემა თუ უცხოურის შემოღება,ტრადიციებს ეწინააღმდეგებიან.

ეს რაარი?!ქართველობას გვართმევენ!

0

ბიძერის ბიძა

ბიძერის მომხმარებელი, რომელიც პირველ ადგილს იკავებს და ყველაზე დომინანტობს

ეს ბიძერის ბიძაა!

0

დედასიტყ*ავს

რაიმე მძლავრი მოწყობილობის დამახასიათებელი სიტყვა, რომლითაც ხაზს ვუსვამთ მის სიძლიერესა და შრომისუნარიანობას.

-ნიკას BMW დედასიტყ*ავს.

0

ნათოხარი

უწოდებენ ხშირად, თბილისს გარეთ მყოფ მამრს, რომელიც ძალზედ ძლიერია. ეს სიტყვა ნიშნავს, რომ მოცემული პირი თოხზეა ნავარჯიშები და მეტად საფრთხის მომცველო შეიძლება იყოს ვიდრე ჩანს.

აუ ეს ძმაო მაგარი ნათოხარია!

0

წადი მოფსი დაიძინე

ძირითადად ხმარობენ მამები,რათა შვილს შეახსენონ ძილისწინ მოფსმის თაობაზე,რადგან მოგვიანებით სავსე ბუშტმა ძილში ხელი არ შეუშალოს.

-მა ვწვები მე
-ჯერ წადი მოფსი და მერე დაიძინე.

0

გავთანაბრდეთ

ეს ფრაზა გამიოყენება ეგრედწოდებულ რაზბორაზე, როდესაც განიხილავენ თემას და არკვევენ ვინ იყო მართალი. ამ ფრაზით მოდებატეები ან იცუცქებიან და ისე ლაპარაკობენ ან შემაღლებულზე დგებიან.

-მოიწი, გავთანაბრდეთ ბრატ.

0

სად ერეკლე სად ჩემი *ლე

გამოიყენება მაშინ, როდესაც შენი მეგობარი რადიკალურად განსხვავებულ ორ რაიმეს ადარებს ერთმანეთს.

-გუშინ ძმაკაცის მოპედმა, 2015-ის BMW-ს გაასწრო.
-აუუუჰ, სად ერეკლე სად ჩემი *ლე.

0

ხო და მაგის დედასშევ*ცი

უბნის ბიჭის ისტორიის დაწყების ერთ-ერთი საშუალება , რომლითაც ამბავს ამძაფრებენ და მეტ ინტრიგას აგდებენ.

-ხო და გიყვები მაგის დედასშევე*ი

0

გულის ბოქსიორი

ნიშნავს ადამიანს, რომელმაც შენი გული დაიპყრო, უბრალოდ ეს ფრაზა გამოხატავს ამ გრძნობის სიძლიერეს.

ესაა ჩემი გულის ბოქსიორი.

0

გავადაოთ

გამოიყენება ორი ძმაკაცის აზრის თანხვედრისას ,როდესაც ორივე მხარეს სჯერა,რომ ტოტალიზატორის 5 ლარით 400000 ლარს მოხსნიან.

წამო, ძმურად, გავადაოთ!