0

ვირის აბანო

ციხე, ადგილი სადაც არავის ურჩევენ მოხვედრას, ეს გამოთქმა გამოიყენება შუახნის მამაკაცების მიერ ახალგაზრდებისთვის რჩევის მიცემის დროს.

-ნახავ მერე ვირის აბანოში რო ამოგაყოფიებენ თავს!

0

აჭარაზე მაინც არ გითამაშია!?

სიტუაცია, როდესაც ბანქოს თამაშის დროს, ორ პირს შორის წესების გაუგებრობის გამო, უთანხმოება მოხდება.

-რაიყო ბიჭო, აჭარაზე მაინც არ გითამაშია?!

0

პარასკები

ყველაზე თესლი გაერთიანება, რომელიც აერთიანებს ერთნაირი აზროვნების და მისწრაფებების მქონე რამდენიმე პიროვნებას.

-ვაა პარასკებში გაიჩითე!