0

გაყიდული იგრაა

მაშინ ამბობენ როცა ფეხბურთში მაგარი გუნდი რომელიმე საშუალო დონის ან ბანძ გუნდთან აგებს.

-ბიჭო გაიგე?ბარსას რომასთან 3-0 წაუგია
-უეჭველი გაყიდული იგრაა

0

ჩავძაღლდი იმენა

როცა რამე სასაცილო წაიკითხე ან გაიგონე და სიცილით იგუდები.აღნიშნული ფორმა უფრო მკვეთრად გამოხატავს ადამიანის რეაქციას ემოციურ ჭრილში

"პეს-2016 ვყომარობთ კამანდა და ტიპმა მარადონა სადააო.ჩავძაღლდი იმენა"

0

თქვენ ამოწყდით ერთ დღეს

ხელისუფლების სალანძღავი უნივერსალური ფრაზაა,ძირითადად გამოიყენება უკმაყოფილო მოსახლეობის მიერ.

"ესაა დაპირებული პენსია?თქვენ ამოწყდით ერთ დღეს"

0

თესლი

უნივერსალური სიტყვაა.
1)თესლი-მცენარის გასამრავლებლად გამოსაყენებელი საშუალება
2)თესლი-იტყვიან მოხოდილ,მოხერხებულ და ეშმაკ ტიპზე

..

0

რაზვალი

პირდაპირი მნიშვნელობით მანქანის ბორბლების ნახარს ნიშნავს,მაგრამ გამოიყენება ირიბი მნიშვნელობით,როცა ამხანაგი იდიოტობას ამბობს

"რეებს ბჟოტიალობ ბიჭო,ტვინში რაზვალი ხოარ გაქ"