ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

აფსაიტი

Offside–ის დამახინჯებული ფორმა, რაც ფეხბურთში თამაშგარე მდგომარეობის აღმნიშვნელია.

აუ არადა რა მაგრად გავიყვანე და აფსაიტიო...

0

შეჩემა

სიყვარულის სიტყვით გამოხატვის უაღმატებულესი ფორმა. ძირითადად იყენებენ მამრობითი სქესის წარმომადგენლები ერთმანეთის მისამართით. ბევრს ჰგონია, რომ ეს სიტყვა შეურაცხყოფას გამოხატავს, თუმცა ამ სიტყვის მთქმელმა და თავად ამ სიტყვის მიმღებმაც ძალიან კარგად იციან თუ რაოდენ დიდი სიყვარულითაა განსჭვალული ძმაკაცის მიერ წარმოთქმული "შეჩემა" და თუ რაოდენ უზენაესი გრძნობაა ეს.

კაი რა შეჩემა, რა გიტყდება, მიდი ნახე როგორ გიყურებს, ეგრევე დაკერავ.

0

მასე სა იყო ჩვენ დროს...

უფროსი თაობის მიერ ახალგაზრდა თაობის მისამართით წარმოთქმული სიტყვები, რაც აღნიშნავს იმას, რომ 40–50 წლის წინ ცხოვრება სხვაგვარი იყო. გასაკვირი ამაში არაფერია თუმცა, საგულისხმო და აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ უფროსებს 21–ე საუკუნე და ზოგადად დღევანდელი ახალგაზრდები მაგარი ყლეები ვგონივართ.

– აი ეხლა შევალ კომპიუტერით და მივუთითებ რომელ უნივერსიტეტებშიც მინდა მოვხვდე.
– ეუჰ, რას აღარ გამოიგონებენ, სად იყო ჩვენ დროს ამდენი ინსტიტუტი და სასწავლებელი, ურევენ ტვინს ბავშვებს.

0

მზით დაგეცვითოს

ძირითადად გამოიყენებენ უფროსი თაობის ადამიანები. ეს არის ერთგვარი მოლოცვის ფორმა შენს მიერ ნაყიდი ახალი ტანსაცმლის მისამართით.

– ნახე ბებო რა მაგარი მაისური ვიყიდე.
– დედა რა კარგია, სულ მზით დაგეცვითოს ბებო, უთვალავი და უთვალავი ახლის შეძენაში კიდე...

0

არ უნდა ნაჭამია

დედის მიერ წარმოთქმული სიტყვები მასპინძლისადმი, როდესაც თავისი 10 წლის შვილს შესთავაზეს რაიმე სახის ტკბილეული. ხშირად ამ ფრაზის თქმის შემდეგ ბავშვები ცუდ განწყობასა და ტირილის ხასიათზე დგებიან, რადგანაც უკვე წარმოედგინა ბავშვს თუ როგორ იგდებდა ხახაში სნიკერსებს და ჩიპსებს.

– უიმე რა საყვარელი ხარ, მოდი შოკოლადები აიღე.
– უი არ უნდა, ნაჭამია. წეღან ვუყიდე და ისიც ვერ შეჭამა აგერ დამიტოვა ნახევარი.

0

კალადბურთი, ფეღბურთი და მისთანანი...

ადამიანები რომლებსაც გონიათ, რომ ბურთს კალადში აგდებენ და ფეხბურთს ფეღით თამაშობენ

ფეღბურთში მოგიგებ, კალადბურთში ხმა არ გაიღო საერთოდ.

0

სატანიკოსი

ამ სიტყვით მიმართავენ ადამიანებს, რომლებიც როკ მუსიკას უსმენენ.

ფუ მაგიის გემოვნება, როკისტი სატანიკოსია.

0

შობის დილასავით თვალწარმტაცი ხარ

ეს და მსგავსი სიტყვები, მაგალითად როგორებიცაა: "ისეთი ლამაზი ხარ ცისფერების ოჯახსაც დაანგრევ", "შენ მშობლებს ალბათ საკონდიტრო ჰქონდათ გახსნილი ისეთი ტკბილი ხარ" და მისთანანი ძირითადად იყენებენ ძია კაცები ან გიჟპოეტა ბიჭები, რომლებსაც გონიათ, რომ მსგავსი მეტაფორები და შედარებები გოგოს დასაკერად ეფექტური საშუალებებია.

ისეთი ლამაზი ხარ მხოლოდ 90–ე წუთზე გატანილი გოლი გჯობია

0

აეგარი თქვენი ევროპა

ადამიანი, რომელსაც გონია, რომ გარყვნილობა ევროპიდან იღებს სათავეს და საქართველოშიც ევროპიდან შემოვიდა.

– ბიჭი ბიჭზე დაქორწინდა ამასწინათ
– აეგარი თქვენი ევროპა

0

ვისი ბიჭი ხარ შენ

ფრაზას მოისმენთ ძირითადად სოფელში ჩასვლისას, როდესაც გამვლელს ეცნობით სახეზე იმიტომ რომ მამათქვენს იცნობს, მაგრამ თან არც იცის დანამდვილებით, ამიტომაც გეკითხებათ "ვისი ბიჭი/გოგო ხარ?"

– გამარჯობა
– გამარჯობა
– რაღაც მეცნობი შვილო ვისი ბიჭი ხარ შენ?