0

აფსაიტი

Offside–ის დამახინჯებული ფორმა, რაც ფეხბურთში თამაშგარე მდგომარეობის აღმნიშვნელია.

აუ არადა რა მაგრად გავიყვანე და აფსაიტიო...

0

აეგარი თქვენი ევროპა

ადამიანი, რომელსაც გონია, რომ გარყვნილობა ევროპიდან იღებს სათავეს და საქართველოშიც ევროპიდან შემოვიდა.

– ბიჭი ბიჭზე დაქორწინდა ამასწინათ
– აეგარი თქვენი ევროპა

0

სხარტულები

იუმორის გადმოცემის ერთ–ერთი მიმდინარეობა. ხუმრობის დასასრულისკენ ახასიათებს სიტყვის წაგრძელებით გამოთქმა

– აბა რა ხუმრობები მოგვიმზადეთ დღეს?
– სხარტულები

0

ამოდი ჭამე და ისევ ჩადი

მშობლების საყვარელი ფრაზა საკუთარი შვილების მიმართ, რომელიც რეალურად ყველაზე დიდი ტყუილი იყო

– მთელი დღეა ეზოში დარბიხარ ამოდი ჭამეთქო
– აუ კაი რა დე ცოტაც ვიქნები რა
– ჭამე და ისევ ჩადი

0

კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ

ქართველი კომენტატორების მიერ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების განცდილი მარცხის გაპრავება

4–0 როგორ უნდა წააგო რაა. ისე კარგად ვითამაშეთ, მარა წავაგეთ, არ იყო იღბალი ჩვენ მხარეს.

0

ბღუსუნა, კრუსუნა, დღრღნუსუნა

ქართველი ახალგაზრდების მიერ სიყვარულის გამომხატველი "სიტყვები"

– როგორ ხარ?
– კარგად ჩემო ბღუსუნა, დრუსუნა, კუსკუსა;
– შენი ფანტაზიორი დედამოტა...

0

რა ვთქვით?

ქართულ სუფრაზე ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა. მსგავს კითხვას სვამს ადამიანი, რომელმაც ვერ გაიგო რისი ან ვისი სადღეგრძელო შესვა თამადამ, იმიტომ რომ უკვე მაგარი გასულია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ დროს ძირითადად თამადამაც არ იცის თუ რისი სადღეგრძელო თქვა იმდენ რამეს მიედ–მოედო.

მოდით ამ ჭიქიით ჩვენს კუთხე–კუნჭულს გაუმარჯოს. ასეთი ლამაზი ბუნება... მოიცა რა ვთქვიით?

0

ჩემი წერდა?

კითხვა, რომელსაც ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის დროს ხშირად მოისმენთ. ამ კითხვას მშობელი უიმედო ხმით უსვამს თავისი შვილის მეგობარს, რომელიც უკვე გამოცდიდაც გამოვიდა, მისი შვილი კი ჯერ კიდევ გამოცდაზეა.

– აუჰ დავწერე, მარტივი იყო.
– ჩემიც წერდა?

0

ვისი ბიჭი ხარ შენ

ფრაზას მოისმენთ ძირითადად სოფელში ჩასვლისას, როდესაც გამვლელს ეცნობით სახეზე იმიტომ რომ მამათქვენს იცნობს, მაგრამ თან არც იცის დანამდვილებით, ამიტომაც გეკითხებათ "ვისი ბიჭი/გოგო ხარ?"

– გამარჯობა
– გამარჯობა
– რაღაც მეცნობი შვილო ვისი ბიჭი ხარ შენ?