ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

ქორწილში ხელის გაშლა

მიზანი, რომლის მისაღწევადაც მშობლები ბავშვებს ქართულ ცეკვაზე ატარებენ

-ხო, გოგო, ცეკვაზე შევიყვანე, ქორწილში ხელს გაშლის

0

ღამურა

სოციალურ ქსელ facebook-ის მომხმარებელი, რომელიც აღნიშნულ ქსელს 1-2 საათამდე იყენებს

-აბა ღამურებო, რატომ არ გძინაავთ? (ადმინი)

0

ჯერ არა, მაგრამ ველოდები

პასუხი კითხვაზე- მუშაობ?
ეს ფრაზა ხშირად ეკუთვნის ბეზძელნიკს, რომელსაც გოგოსთან უტყდება იმის აღიარება, რომ არ მუშაობს

-მუშაობ?
-აუ, არა, მაგრამ ველოდები რა

0

ჩასელფე

სოციალურ ქსელში ხშირად გამოყენებადი სიტყვა, რაც უხვად არის საფლირატო ხასიათის ჩატში

აბა მიდი ჩასელფე, ჩემ თავს გაფიცებ

0

სა ჩოურტყა

ჩარტყმული ნამიოკისგან გამოწვეული აღშფოთება

ბიჯო, სა ჩოურტყა

0

გამიყვანა

მუსიკის მიმართ გამოხატული მოწონების უმაღლესი მწვერვალი

აუ, მაგრად გამიყვანა ტო!