0

სოფო ბედიას ქმარი

ხშირად გამოიყენება ინტერნეტ ჟურნალისტების მიერ როცა განიცდიან ინფორმაციულ კრიზის ,რთულ მომენტში სოფოს ქმარი ყოველთვის ისეთ რამეს აკეთებს რაც ხალხს შოკირებულ მდგომარეობაში ტოვებს .

სოფო ბედიას ქმარმა ვარჯიში დაიწყო. სოფო ბედიას ქმარმა ფეხზე სოკოს თავისი ძალებით გაუმკლავდა

0

თავი რატომ არ დაგრჩა?

ლეგენდარული ფრაზა რომელსაც დღემდე თითქმის ყველა მასწავლებელი იყენებს როდესაც მოსწავლეს რამე სახლში დარჩება, მაგალითად რვეული!

აუ მას სახლში დამრჩა!
თავი რატო არ დაგრჩა?

0

შენია?

სიტყვა გამოიყენება როდესაც ახლობელს შენი რამე მოეწონება და პირდაპირ ვერ გეუბნება მაჩუქეო! პასუხად გამოიყენება: არა ძმმაკაცისაა!

ვაა შენია?

0

შენ მიაფსი მამაშენს თუ მე?

ხუმრობის ეს ვერსია ძირითადად გამოიყენება ძმაკაცის შვილის მიმართულებით! ხუმრობის მერე აუცილებლად უნდა თქვა ჰა? ჰა? ჰა?

შენ მიაფსი მამაშენს თუ მე?

0

აუ აუ აუუ დათო

მიმართვა გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის წინასწარ შეცნობისას,რათა თავიდან არიდებულ იქნას პარტნიორის მიერ წარმოთქმული *ლეობების კორიანტელის გაშარჟება,გამასხარავება,რაშიც თავისთავად,შენც ერთვები,ვინაიდან პარტნიორი *ლე კამათში გითრევს და შესაბამისად,მოუწოდებ დროულად გაჩერებისაკენ.

აუ აუ აუ დათო,ამოჭრიან ამას,გააშარჟებენ,გაჩერდი გეხვეწები.

0

აუ აუ აუ აუ (to infinity)

უნიკალური ხერხი რათა გააჩუმო ადამიანი, როდესაც ის ცდილობს პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვას

-ეხლავე გიპასუხებთ ამ კითხვაზე...
-აუ აუ აუ აუ (insert name)

0

ამოჭრიან და გააშარჟებენ

დაუვრდომელი შიში იმისა, რომ არ ამოჭრან შენს მიერ წარმოთქმული სიტყვები და არ იხუმრონ მათზე

-ბერი ჩავიდა 500 მილზე და სატანის კრებას დაესწრო
-ამოჭრიან ეხლა ამას და გააშარჟებენ

0

არა მაშინ მე გავალ საერთოდ

უკმაყოფილების გამოხატვის ხერხი, როდესაც თანაწამყვანი არ გაცდის საუბარს

-მამა გაბრიელი ამბობდა...
-აუ აუ აუ დათო დათო შემოგზავნილი კითხვაა
- ნუ მაშინ მე გავალ საერთოდ და შენ გაეცი პასუხი

0

მშვიდობა

მისალმების კონსერვატიული ფორმა. ასევე გამოიყენება დამშვიდობების, ბოდიშის, მადლობისა და დაცემინების შემდეგ "ჯანმრთელობის" მაგივრად

-გამარჯობა
-მშვიდობა თქვენდა