0

არა ძმა არ ვეწევი სპორტსმენი ვარ

პასუხი რომლის შინაარსიც შეკითხვის ავტორს *ლეზე კიდია, მას უბრალოდ სიგარეტი უნდა.

- ბრატ! სიგარეტი ხომ არ გაქვს?
- არა ძმა არ ვეწევი სპორტსმენი ვარ.

0

არა არ დამიწეროთ მოვალ

მოსწავლის დამაიმედებელი ფრაზა მასწავლებლისადმი, შემდგომ მოსწავლე გადის კლასიდან და მთელს გაკვეთილს აცდენს. გაკვეთილის შემდეგ დიდი ალბათობით დამრიგებელი ყვირის დასვენებაზე.

.

0

პასპორტის ჩვენება

მოქმედება რითაც სუფრასთან ბჯდომ შეზარხოშებულ ბიძიეს უმტკიცებ შენს ვაჟკაცობას

პასპორტი მაჩვენე ბიძიააა

0

თამადა ხარ თუ თამარა?!

სუფრის განუყოფელი მოძველებული დრომოჭმული უნიჭო ხუმრობა, რომელიც აქტუალობას არა და არ კარგავს...გამოიყენება თამადის წასაქეზებლად რომ სუფრაზე გამოიჩინოს მეტი სიმკაცრე და დალიოს მეტი განსხვავებული.

რა იყო ბიჭო თამადა ხარ თუ თამარა?! სუფრა გაგირბის, მიდი ერთი განსხვავებული მოითხოვე.

0

უნიჭიერესი, მაგრამ ზარმაცი

ყველა მშობელს ჰგონია, რომ თავისი შვილი არის ძალიან ნიჭიერი, უბრალოდ ზარმაცია, ამიტომაც ვერ ან არ სწავლობს სათანადოდ

ჩემი დათუნა უნიჭიერესია, მაგრამ ზარმაცი.

0

ავიდეთ ჩემთან ფილმს ვუყუროთ

ამ მეგობრული შეთავაზებით ბიჭი ხსნის თავის კარტებს და ეუბნება გოგონას რომ ის დაიკოზე გაცილებით მეტია და ცდილობს 3 ღამე ბაღში ზასაობა ლოგიკურ ფინალამდე მიიყვანოს.

ბიჭი - წამო ჩემთან ავიდეთ რამე ფილმს ვუყუროთ
გოგონა - სახლში გადავრეკავ მაშინ
გოგონა- დეეე დღეს თაკოსთან ვრჩები, მამას უთხარი არ ინერვიულოს

0

პამოიმუ

სიტყვა მემგონის/მგონის მეორენაირი ვარიანტი, რომელსაც ხშირად მოისმენთ ქუჩაში მეტწილად ასაკოვანი ხალხისგან.

გიორგი არ გინახავთ?
პამოიმუ მუშაობს დღეს

0

ტრალი ვალი

ერთგვარი შემოკლება გრძელი ამბის , რაც დაწყებული ამბის იმავენაირად გაგრძელებას აღნიშნავს . ტრალივალის შემდგომ უკვე დასკვნა ხდება მოცემული სიტუაციის.

-ბიჭო,მომიყევი აბა!
-კაროჩე წამოვედით, ტრალივალი

0

ის მაქ

გოგონების დაშიფრული სიტყვა რომელიც აღნიშნავს კრიტიკულ დღეებს და გამოიყენება იმისთვის, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენელი ვერ მიხვდეს რაზეა საუბარი. მაგრამ მიუხედავად შიფრისა თითქმის ყველა ბიჭი ხვდება და ულვაშებში ეცინებათ.

გოგო ის მაქ
- აჰაჰ მოწვი შეჩემა?