0

დაძახებულია

იტყვიან პიროვნებაზე, რომელიც აპირებს ქურდობას და მას ამისათვის უკვე აქვს გავლენიანი ქურდების მხარდაჭერა.

ბიჯო მაგას დაძახებული აქვს, დღე-დღეზე ელოდება.

0

ბარდაგი

ეს სიტყვა აღნიშნავს ღრეობის,დროსტარების,ფულის ფლანგვის ადგილს იგივეა რაც საროსკიპო,უმრავლეს შემთხვევაში დაბალი ფენის ადამიანების თავშეყრის ადგილი.

-წამო იქ წავიდეთ
-არა შეჩემა ბარდაგია!!!

0

ნიჩია

ერთგვარი საფეხბურთო ფრაზა, რომელიც აღნიშნავს მატჩის ანგარიშს,მსგავსი სიტყვებია ყაიმი და ფრე მაგრამ ფეხბურთის მოთამაშეები სწორედ ამ ფრაზას იყენებენ ყველაზე ხშირად.

-რამდენით რამდენია ძმა?
-ნიჩიაა, 2-2

0

ბალეტს ხომ არ გეცეკვები

ერთგვარი საფეხბურთო ფრაზა,მას იყენებს მოთამაშე,რომელიც ფეხბურთის თამაშის დროს ყველაზე მეტჯერ ჯარიმდება და სწორედ ამ ფრაზით იმართლებს თავს.

-ცოტა ფრთხილად მეთამაშე ძმა!
-ბალეტს ხომ არ გეცეკვები!

0

- დაგიხატავ !

სიტყვა რომელსაც იყენებს შენი ახლობელი, რომელმაც შენი თხოვნა არაფრად ჩააგდო !!!

- 20 ლარი მომეე
- დაგიხატავ !!!

0

კუზანოვი

ჯადოქარი, რომელსაც შეუძლია ყლ*ს გაქრობა და ფუჩ*ს გაჩენა.

კუზანოვ მორგანთა საძმო და ჰარი პოტერის შვილი კესარია აბრამიძე 2

0

იქ უნდა ყოფილიყავი

აღნიშნული ფრაზა გამოიყენება უხერხული სიტუაციიდან თავის დასახსნელად. მაგალითად, როცა მეგობრებს სასაცილო ისტორიას უყვები, მათ კი შენს ნათქვამზე არც კი ეღიმებათ.

კაცი შედის სახინკლეში, 99 ხინკალი მომეცითო, 99 რა არი ბარემ 100 აიღეო, 100 რა, ღორი კიარ ვარო...
კაროჩე იქ უნდა ყოფილიყავი რა...

0

ბამბანერკა

ერთგვარი ბუმერანგი. ტკბილეული რომელიც გადაეცემა ყველა ახლობლის ოჯახს და რამოდენიმე წელში უკან დაგიბრუნდება.

"ის ბამბანერკა სად არის წინა ახალწელს რო დეიდაშენმა მოგვიტანა"

1

სვანი ხარ?

ამ ფრაზას ძირითადად ამბობენ მაშინ როდესაც პიროვნება მაგარი “ხისთავიანი”არის.მაინც თავისას აწვება და ვერაფერს ვერ აგებინებ.

შენ რა სვანი ხარ?

0

ზარულიომ ვარ

განწირული ადამიანის ფრაზა,რომელიც ცდილობს რომ თავი დააღწიოს მეგობრებს ან ნათსავებს, რომელებიც მას სთავაზობენ ალკოჰოლურ სასმელს.უმეტეს შემთხვევაში, ამ ადამიანს უწევს ნასვამი მეგობრების ან ნათესავების საკუთარი ტრანსპორტით გადაყვანა.

-არაყს დალევ თუ ღვინოს?
-არა,არა ვერ დავლევ, ზარულიომ ვარ.