0

ნა ვოზდუხ ვთქვი

ძირითადად ხმარობენ განდონა ბავშვები “ბაზარში”. როდესაც რაიმე ბილწ სიტყვას ეტყვიან და ჩხუბის არიდება სურთ

- შე *ოზის გაჩენილო.
- ვის უთხარი? მეე?
- არა,ბრატ ნა ვოზდუხ ვთქვი.

0

ფრესკოში ვართ

გარეუბნელების ბირჟა,რომელიც ზამთრის პერიოდში უფასო ინტერნეტის და სითბოს გამო ფრესკოში აბირჟავებს.

,,,,,,,,

0

"დუ შაში მინდა"

ფრაზას იყენებენ ნარდის ხელმოცარული ყომარბაზები, რომლებიც არასწორი ტაქტიკითა და სვლებით თამაშობენ, მაგრამ წაგებას ყოველთვის კამათელს აბრალებენ. დუ შაშის მოსვლის დროსაც კი, უმეტეს შემთხვევაში ის ხელი წაგებული აქვთ.

- ჰე დავიწყოთ ახალი ხელი ოინია მაინც.
- ე ბიჯო მაცადე, დუ შაში მინდა და ვატრიალებ ხელს.

0

ამ უბნელი არ ვარ

უნივერსალური პასუხი ნებისმიერ კითხვაზე. იმდენად ღრმა პასუხია, რომ კაციშვილი ვერ შემოგედავებათ

დასარეკი ხო არ გაქ?
ამ უბნელი არ ვარ.

0

მეძლეოდნენ

ამ სიტყვის არსებითი სახელი არ არსებობს. გამოიყენება სიმპათიის აღსაწერად. მაგალითად: ეჰ, რა ბიჭები მეძლეოდნენ.
ძირითად ხმარობენ მოხუცი დამა ქალები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან თავიანთი ამჟამინდელი მეუღლით/კაცით.

სად მქონდა ჭკუა შენ რო მოგყვებოდი?! ისეთი ბიჭები მეძლეოდნეენ

0

“შ*გ ხომ არ გაქვს”

მრავლის მთქმელი წინადადება რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ექსტრემალურ სიტუაციებში ძმაკაცის( მეგობრის ან ზოგადად ადამიანის) მიერ განხორციელებული უპატიებელი, მიუტევებელი ან გამოსა*ლევებელი საქციელის დროს.

-შეჩემა ბილეტის დასაწერი ფული წავაგე. - “შენ შ*გ ხომ არ გაქ ბიჭო?

0

ჯუზონი

სიტყვა ჯუზონი, გამოიყენებოდა პოპულარული სიმღერის გამოსახატად.

რამე თესლი ჯუზონი გააძრე რა

0

შიგ ხომ არ გაქვს?!

რიტორიკული შეკითხვა, რომელიც ძირითადად მიმართულია რესპოდენტისაკენ, რათა ხაზი გაესვას მის არაადეკვატურ და ალოგიკურ მოქმედებას.

-მიყურე. ასე იზამ?
-შიგ ხომ არ გაქვს ბიჭო საჭეს უყურე.

0

შეჩემისგადანგრეულო

ამ სიტყვას ძირითადად ხმარობენ აფექტის მდგომარეობაში. უმეტესად იყენებენ იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისთანაც "შუტკა" არ აქვთ.. ხშირად შევხვდებით ბანქოს ან ფეხბურთის თამაშის დროს. კულტურულ ენაზე თარგმანი არ მოიძებნება.

1.-გააკეთე პასი შეჩემისგადანგრეულო!
2.წკენტი, წკენტი შეჩემისგადანგრეულო!

0

პირი გაქ თუ კანალიზაცია?!

ეს ფრაზა გამოიყენება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ხშირად ბილწსიტყვაობენ, თან ისე ყურს რომ არ გაეგონება..

-მაგარი *ლე-*ვერი ხარ!!
-რაიყო შეჩემა, პირი გაქ თუ კანალიზაცია?!